რატომ არის ვებ გვერდის დამზადება მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის

ციფრული სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და ამის პარალელურად ინტერნეტმა მთლიანად შეცვალა ჩვენი სოციალიზაციის, ვაჭრობის, ინფორმაციის მოძიებისა და ბიზნესის მართვის მეთოდები და ფორმები. ფაქტობრივად, მსოფლიოს მოსახლეობის 65% ყოველდღიურად მოიხმარს ინტერნეტს. შესაბამისად, ონლაინ სივრცეში სწორი პოზიციონირება და გამართული ვებ-საიტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესისთვის. 

დეტალურ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, 2023 წლის მდგომარეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესების 73%-ს უკვე აქვს ვებსაიტი, ხოლო მყიდველების 81%-ი რაიმეს შეძენამდე ჯერ ონლაინ იკვლევს ბიზნესსა და ბრენდს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას.

წინა წლებთან შედარებით, ბევრად გაიზარდა ვებსაიტის მქონე ბიზნესის პროცენტული რაოდენობა, რაც დიდწილად Covid-19 პანდემიითაა გამოწვეული. ონლაინ კომერციის განვითარებასა და დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასთან ერთად, კომპანიებმა უკეთ გააცნობიერეს ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობა.

დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი საიტის დამზადება, რათა იყო კონკურენტუნარიანი დღევანდელ ციფრულ სამყაროში და მარტივად დაუკავშირდე პოტენციურ მომხმარებელს.


რატომ არის გამართული ვებ გვერდის დამზადება ასეთი მნიშვნელოვანი

ბოლო კვლევის მიხედვით, 2023 წელს, მცირე ბიზნესის 43%-მა ინვესტირება მოახდინა საკუთარი ვებსაიტის გამართვაში. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ზომის ბიზნესისთვის ვებ გვერდის დამზადება და შემდეგ მისი სისტემატურად კონტროლი.

ვინაიდან, მომხმარებელი ვაჭრობისას სულ უფრო მეტად ეყრდნობა ინტერნეტში მიღებულ ინფორმაციას, კარგად ოპტიმიზებული ვებსაიტი ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ამ მცირე ბიზნესებს ესმით ზრდისა და წარმატების პოტენციალი. იქნება ეს ვებ გვერდის დამზადება, ონლაინ მაღაზიის აწყობა, ვებ გვერდის დიზაინი თუ სხვა,  ციფრულ სამყაროში მეტი ჩართულობა ერთი-ორად ზრდის განვითარების ტემპს.


ვებ გვერდის დიზაინი

ვებ გვერდის დიზაინი გადამწყვეტ როლს თამაშობს ვებსაიტის წარმატებაში. ვიზუალური ესთეტიკა და UX ხელს უწყობს დადებითი შთაბეჭდილების შექმნას. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომლებიც გასათვალისწინებელია ვებ გვერდის შექმნისას:

  • ვიზუალი: ვებსაიტის ვიზუალური ელემენტები, როგორიცაა ფერები, ტიპოგრაფია და სურათები, უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ბრენდის იდენტობას და ქმნიდეს მიმზიდველ გამოცდილებას. თანმიმდევრული ბრენდინგი, ფერთა სქემა და კარგად შერჩეული სურათები იპყრობს ვიზიტორის ყურადღებას და ის უფრო დიდ ხანს რჩება ვებსაიტზე.
  • რესპონსული დიზაინი: მობილური მოწყობილობების განვითარების კვალდაკვალ, აუცილებელია, რომ თქვენი ვებსაიტი იდეალურად მოერგოს ეკრანის სხვადასხვა ზომებს. რესპონსული დიზაინი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ადვილად შევიდეს თქვენს ვებსაიტზე სმარტფონიდან, ტაბლეტიდან ან კომპიუტერის დესკტოპ ვერსიიდან. დამატებით რა თქმა უნდა, ბიზნეს მიზნებისა და ამოცანების ბოლომდე განხორციელების მიზნით მობილური აპლიკაციის დამზადება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. 
  • ინტუიციური ნავიგაცია: კარგად ორგანიზებული სანავიგაციო სისტემა გადამწყვეტია ვიზიტორებისთვის. გამოკვეთილი მენიუები, სწორად გაწყობილი გვერდის იერარქია და ადვილად გასაგები სანავიგაციო ნიშნები ეხმარება მომხმარებლებს დიდი ძალისხმევის გარეშე იპოვონ ინფორმაცია, რომელსაც ეძებენ. ძიების ფუნქცია ასევე აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, განსაკუთრებით დიდი ვებსაიტებისთვის.
  • გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია: ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე. კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა თითქმის ნახევარი არ დაელოდება ორ წამზე მეტ ხანს ვებსაიტის ჩატვირთვას. ნელა ჩატვირთული ვებსაიტი მთავარი მიზეზია ე.წ მაღალი “Bounce Rate”-ის და უარყოფითად მოქმედებს საძიებო სისტემების რეიტინგზე. საძიებო სისტემის რეიტინგის გასაუმჯობესებლად კი SEO ოპტიმიზაცია დაგჭირდებათ.
  • კითხვადობა და ტიპოგრაფია: ეფექტური კომუნიკაციისთვის ვებსაიტზე ტექსტი კარგად ფორმატირებული უნდა იყოს. ასარჩევია შრიფტის სტილი და ზომები, რომლებიც ადვილად იკითხება და საკმარისი კონტრასტია ტექსტისა და ფონის ფერებს შორის. სათაურები, ქვესათაურები აადვილებს ტექსტის წაკითხვას.

ყველა ვებ გვერდს უნდა ჰქონდეს მკაფიო და დამაჯერებელი CTA (call to action), რომელიც ვიზიტორებს სასურველი ქმედებებისკენ მოუწოდებს. იქნება ეს შესყიდვა, ფორმის შევსება, საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა თუ თქვენს ბიზნესთან დაკავშირება, CTA უნდა იყოს თვალსაჩინო, ეფექტური და უხელმძღვანელოს მომხმარებლებს.

მცირე ბიზნესის ვებსაიტების 70 პროცენტს არ გააჩნია CTA, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ უნარზე, გარდაქმნან ვებსაიტის ვიზიტორები მომხმარებლებად. Call To Action ვებსაიტის დიზაინი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რადგან ის უბიძგებს მომხმარებელს განახორციელოს კონკრეტული ქმედება, როგორიცაა შესყიდვა ან დარეგისტრირება. მკაფიო მოწოდების გარეშე, ვებსაიტის ვიზიტორები ხშირ შემთხვევაში ტოვებენ ვებსაიტს სასურველი ქმედების გარეშე.

ინტერნეტის მომხმარებელთა ნახევარი ამბობს, რომ ვებ გვერდის დიზაინი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც უყალიბებთ მათ აზრს კომპანიასა და ბიზნესზე.

ასე რომ, ვებ გვერდის დამზადება პირველი ნაბიჯია, შემდეგ კი უმნიშვნელოვანესია ვებ გვერდის დიზაინი მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული.

რა ღირს საიტის შექმნა

ვებსაიტის შექმნის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა პროექტის სირთულე, ფუნქციონირება, დიზაინის ელემენტები, გამოყენებული პლატფორმა და ა.შ.

იგივე ვებ დიზაინი და დეველოპმენტი  განსხვავდება ვებსაიტის სირთულისა და ზომის მიხედვით. ძირითადი საინფორმაციო ვებსაიტები წინასწარ შემუშავებული შაბლონებით, ან მარტივი პერსონალიზებით შეიძლება ღირდეს რამდენიმე ასეული დოლარიდან რამდენიმე ათას დოლარამდე. უფრო რთული ვებსაიტები სპეციფიკური დიზაინით, მოწინავე ფუნქციონირებით, E-commerce-ით ან სხვა სისტემებთან ინტეგრირებით შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარი ან მეტი ღირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დაგაინტერესებთ რა ღირს საიტის შექმნა, უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია სააგენტოსთან, მათ შორის ვებ სტუდია 63Bits-თან. ჩვენ შევაფასებთ თქვენს მოთხოვნებს, და დაგეხმარებით თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში საუკეთესო ვარიანტების განსაზღვრაში.


რას გთავაზობთ “63 ბიტი”

ჩვენი კომპანია 2009 წელს დაარსდა და 14+ წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდით. თავდაპირველად “63 ბიტი” იყო ვებ სტუდია, მაგრამ დიდი ხანია უკვე რაც CUSTOM SOFTWARE DEVELOPMENT კომპანიად გადავიქეცით. 

ჩვენს მრავალფეროვან სერვისებში შედის ვებ დეველოპმენტი, პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ მაღაზიის აწყობა, მობილური აპლიკაციის დამზადება და ა.შ. 

2015 წელს გავცდით ქვეყნის საზღვრებს და ვმუშაობთ უცხოელ პარტნიორებთან. ამერიკის, დუბაისა და გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლები მუდმივად იყენებენ ჩვენს Custom Software ბიზნეს გადაწყვეტილებებს.

ასე რომ, თუ გსურთ ვებ გვერდის დამზადება და არა მხოლოდ, სწორ ადგილას მოხვდით. ანდეთ საქმე პროფესიონალებს და მიიღეთ საუკეთესო შედეგი.