ვებ დეველოპმენტი

63bits გთავაზობთ თანამედროვე ვებ დეველოპმენტ მომსახურებას - რესპონსიული და მომხმარებელზე მორგებული საიტის დამზადება.

რა არის ვებ დეველოპმენტი და რატომ სჭირდება ვებსაიტი ყველა ბიზნესს

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში გამართული ვებსაიტის ქონა გადამწყვეტია ბიზნესისთვის, ორგანიზაციებისთვის და თუნდაც ცალკეული ინდივიდებისთვის. ხშირ შემთხვევაში, ვებსაიტი არის პირველი დამაკავშირებელი პოტენციურ მომხმარებელსა და ბიზნესს შორის. შესაბამისად, მას უდიდესი გავლენა აქვს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე გააგრძელოს თუ არა ურთიერთობა ბიზნესთან, ორგანიზაციასთან, ან ნებისმიერ ინდივიდთან, ვის ვებგვერდსაც სტუმრობს.

კარგ ვებსაიტს შეუძლია მრავალი სარგებელი მოუტანოს ბიზნესს, მათ შორის:

გაზრდილი ხილვადობა:

საიტი პოტენციურ კლიენტებს უადვილებს თქვენი ბიზნესის ციფრულ სამყაროში უკეთ გაცნობას. საძიებო სისტემაში სწორი პოზიციონირება დაგეხმარებათ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიღწევაში.

მომხმარებელთა ჩართულობა:

ვებსაიტზე მიღებული დადებითი გამოცდილება უბიძგებს ვიზიტორებს დარჩნენ უფრო დიდხანს, უკეთ გაიცნონ თქვენი შეთავაზებები და გახდნენ ერთგული კლიენტები.

სანდოობა:

ზემო ხსენებული დადებითი გამოცდილება და საიტის კარგი პოზიციონირება ციფრულ სამყაროში თქვენ რეპუტაციას საკმაოდ აამაღლებს.

გაუმჯობესებული მომსახურება:

მოწესრიგებული ონლაინ პლატფორმა უამრავი ინფორმაციას უზიარებს მომხმარებელს - მათ შორის პროდუქტის დეტალები, ფასები, საკონტაქტო ინფორმაცია. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა პირდაპირი ჩატი და FAQ განყოფილება კი სწრაფად გასცემს პასუხს ყველა კითხვას.

გაზრდილი გაყიდვები და შემოსავალი:

საბოლოოდ კი ყველა ეს სიკეთე ვებსაიტის ვიზიტორებს მომხმარებლად დააკონვერტირებს, რაც გაყიდვებისა და შემოსავლის ზრდაში აისახება.


საერთო ჯამში, კარგ ვებსაიტს შეუძლია დაეხმაროს ბიზნესს ონლაინ და არა მხოლოდ ონლაინ სივრცეში განვითარებაში - გააუმჯობესოს მომხმარებელთა ჩართულობა და გამოცდილება და საბოლოოდ, გაზარდოს ზრდა და მომგებიანობა.

ამისთვის აუცილებელია ვებსაიტი იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი სანავიგაციო, მობილურისთვის მოსახერხებელი და საძიებო სისტემებზე ოპტიმიზირებული. მომხმარებელი მარტივად უნდა იღებდეს ღირებულ ინფორმაციას. მინიმალური ფიქრითა და ძალისხმევით უნდა მიჰყვებოდეს თქვენი ვებ საიტის რუკას.

ჩვენთან ვებ დეველოპმენტი ამ ყველაფერს სრულად მოიცავს.



რას გთავაზობთ ჩვენ - 63Bits

ვებ დეველოპმენტი გულისხმობს ვებსაიტებისა და ვებ აპლიკაციების შექმნას სხვადასხვა ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ენების გამოყენებით. პროცესი ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1

ანალიზი

ანალიზი და ინფორმაციის შეგროვება ვებ დეველოპმენტის პროცესის მნიშვნელოვანი საწყისი ნაწილია. ეს ეტაპი გვეხმარება ვებსაიტის მიზნების გასაგებად და როგორ შეიძლება ამ მიზნების მიღწევა.

2

დიზაინი

დიზაინის ეტაპი გადამყვეტ როლს თამაშობს მთელ პროცესში, რადგან ის სრულიად პასუხისმგებელია UI/UX-ზე. მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი იყოს მორგებული მობილურ მოწყობილობებს და მარტივად სანავიგაციო.

3

დეველოპმენტი

ამ დროს უკვე იწყება კოდის წერა, რისთვისაც ვირჩევთ პროგრამულ ენას ვებგვერდის ფუნქციონალის საჭიროებების მიხედვით. აღნიშნულ პროცესში დეველოპერი წინა ეტაპებზე შემუშავებული ელემენტების გამოყენებით ქმნის მუშა ვებსაიტს.

4

ტესტირება და განხილვა

ზემოთ აღნიშნული პროცესების დასრულების შემდეგ იწყება ყოვლისმომცველი ტესტირება, რათა აღმოიფხვრას ნებისმიერი ხარვეზი და შეცდომა. ეს არის ვებ დეველოპმენტის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ეტაპი. არსებობს სხვადასხვა ტესტირების მეთოდები და ტექნიკა, რომლებიც გამოიყენება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვებსაიტი მუშაობს ოპტიმალურ დონეზე.

5

გაშვება

ამ ეტაპზე ვებგვერდი ქვეყნდება და ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლისთვის. ეს მოიცავს ჰოსტინგის და დომენის რეგისტრაციას და იმის უზრუნველყოფას, რომ ვებსაიტი ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებზე.

6

მხარდაჭერა

ვებსაიტის მხარდაჭერა აუცილებელია ოპტიმალური მუშაობისა და მუდმივი განახლებების უზრუნველსაყოფად. ტექნიკური ფაზა გულისხმობს ვებსაიტის მუშაობის რეგულარულ მონიტორინგს და ტექნიკურ განახლებებს.

ვებ საიტის დამზადება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა და 2009 წლიდან ვმოღვაწეობთ ამ სფეროში. ჩვენი დამზადებული ვებ გვერდები ყოველთვის უახლესი ტექნოლოგიებისა და ბიბლიოთეკების გამოყენებით არის შექმნილი, ამიტომ თვით საიტის წარმადობა და სისწრაფე ყოველთვის უმაღლეს დონეზე არის აყვანილი.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვებ გვერდის მობილურობას. დღევანდელ დღეს, ვიზიტორების დიდი ნაწილი მობილური ტელეფონის, ან პლანშეტის საშუალებით შემოდის ონლაინ სივრცეში, ამიტომ ჩვენი ვებ დეველოპმენტი მოიცავს დიზაინერებისა და IT სპეციალისტების მიერ ვებ გვერდის მობილურობის წინასწარ განსაზღვრას.