რობოტიზირებული გადაწყვეტილებების შემუშავება
ჩვენ ვქმნით პროგრამულ ფენას, რომელიც რობოტებს თქვენს WMS, ERP და საწყობის მართვის სისტემებთან აკავშირებს.
დავალებების განაწილება, რობოტის მარშრუტიზაცია რეალურ დროში და ხარვეზების მართვა ერთ პლატფორმაშია თავმოყრილი. ვრჩებით თქვენს გვერდით და სისტემას ბიზნესის ზრდასთან ერთად ვავითარებთ.
რობოტები თავისით არ მუშაობენ. ჩვენ ვაწყობთ გადაწყეტილებებს, რომლებიც აკავშირებენ რობოტებსა და თქვენს ბიზნეს საჭიროებებს.
რას აგვარებს რობოტების ინტეგრაცია
ჩვენი გამოცდილება რობოტიზირებული სოფტის შექმნაში
ჩვენ ვქმნით ერთდოულად რობოტებსა და ბიზნესზე მორგებულ საოპერაციო სისტემას, სადაც სიზუსტესა და სანდოობას ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უკავია.
ჩვენი გამოცდილება ვრცელდება სასაწყობე ავტომატიზაციაზე, შემგროვებელი ხელი რობოტის გამართვაზე, ლოგისტიკის ავტომატიზაციასა და სისტემური დონის რობოტების ორკესტრაციაზე.
ჩვენი გუნდი აწყობს პლატფორმებს რომლებიც ოპერირებენ მუშა ბიზნესებში:
ინტეგრაცია ინდუსტრიულ რობოტებთან
საოპერაციო შრეების ორკესტრაცია
მყისიერი დავალებების მართვა და რობოტის სამუშაოს გეგმარება
ინტეგრაცია WMS, ERP, და საწყობის სისტემასთან
შეცდომების დამუშავება, სარეზერვო კოპიები და აღდგენის ლოგიკის აწყობა
API-First არქიტექტურის შექმნა, მოქნილი ინტეგრაციებისათვის
რობოტები რომლებთანაც ვმუშაობთ
Universal Robots
სამეწარმეო ხელი რობოტი მაღალი სიზუსტის მანიპულაციისთვის. Our software powers vision-guided sorting and adaptive pick-and-place, maintaining strict safety right alongside human operators.
Magazino
ავტონომიური მობილური რობოტი, საწყობში ნივთების ტრანსპორტირებისთვის. ჩვენი ორკესტრაციის შრე რეალურ დროში გადასცემს რობოტს, საწყობში ნივთები გადაადგილების შესაბამის დავალებებს.
ინდუსტრიები, რომლებსაც ვემსახურებით
სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესების გაძლიერება მათზე მორგებული მობილური ტექნოლოგიებით.
საწყობის მართვის ინტელექტუალური ოპერაციული სისტემა
BEFORE: ხელით მართვის შეფერხებები
ავტომატიზაციამდე საწყობი სრულად ხელით იმართებოდა. თანამშრომლები დროის 70%-ზე მეტს თაროებს შორის სიარულში ხარჯავდნენ. ეს ნელებდა აწყობას, ზრდიდა შეცდომებსა და პერსონალის გადაღლას. პიკური დატვირთვა კი მხოლოდ დროებითი კადრების დამატებით იმართებოდა.
AFTER: სინქრონიზებული ნაკადი
ჩვენ შევქმენით ავტომატიზებული ტექნიკის კოორდინაციის პროგრამული ინფრასტრუქტურა. Magazino-ს რობოტი თაროებიდან იღებს ყუთებს და Universal Robots-ს აწვდის საბოლოო სორტირებისთვის. ტექნიკისა და არსებული WMS-ის ერთიან არქიტექტურაში მოქცევით, სისტემამ 70%-ით შეამცირა ცარიელი სვლა და უზრუნველყო 165+ ოპერაცია საათში (Picks per hour).
165
საშუალო ოპერაცია საათში
წარმადობა
-70%
რობოტების გადაადგილების დაყოვნებები
გადაადგილების დრო
99.4%
ზუსტი შესრულება
დახარისხების სიზუსტე
ლოგისტიკის გარდაქმნა: ინტელექტუალური ინტეგრაციული შრის ღირებულება
სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა იშვიათად უძლებს რეალურ ოპერაციულ სირთულეებს. ჩვენ ვქმნით სპეციალიზებულ პროგრამულ შრეს, რომელიც მექანიკურ სიმძლავრეს პროგნოზირებად და მაღალეფექტურ ბიზნეს-აქტივად გარდაქმნის.
ლოგიკისა და ქცევის სრული კონტროლი
ჩვენ ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საწყობის არქიტექტურაზეა მორგებული. მართვის შრე უზრუნველყოფს სრულ კონტროლს რობოტების ფლოტზე, გადაადგილებასა და რობოტების მონიტორინგზე რეალურ დროში. ეს გამორიცხავს ხელით კოორდინაციას და მაქსიმალურად ზრდის უწყვეტ წარმადობას.
პირველი მასშტაბური პროექტები
მსხვილ პარტნიორებთან განხორციელებული პროექტების შემდეგ, კომპანიამ მარტივი ვებ-საიტებიდან უფრო რთულ, ბიზნესისთვის კრიტიკულ სისტემებზე გადასვლა დაიწყო. ამ პერიოდმა ჩამოაყალიბა ჩვენი ექსპერტიზა ანალიტიკაში, ინტეგრაციებსა და სპეციალიზებულ სამუშაო პროცესებში.
უსაფრთხოება, სანდოობა და სტანდარტებთან შესაბამისობა
ჩვენ ვქმნით ციფრულ ბირთვს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკას პირდაპირ კორპორაციულ ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს. ჩვენი გუნდი უშუალოდ თანამშრომლობს რობოტების მწარმოებლებთან, ავტომატიზაციის მომწოდებლებსა და სისტემურ ინტეგრატორებთან — რათა რთული ტექნიკა გახდეს მყისიერად ინტეგრირებადი, გამოყენებადი და მასშტაბირებადი.
გაზომვადი ბიზნეს-შედეგები
ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა პირდაპირ ზრდის საწყობის მომგებიანობას. ჩვენ ვზრდით საათობრივი ოპერაციების რაოდენობას, გამოვრიცხავთ ადამიანურ შეცდომებს და მკვეთრად ვამცირებთ რობოტების არაეფექტურ გადაადგილებას — რაც საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ ოპერაციები არსებული ტექნიკური რესურსის ფარგლებში.
როგორ ვაწყობთ პროგრამას
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
აწყობთ თუ არა რობოტებს?
არა. ჩვენ ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც რობოტებს მართავს და მათ მოქმედებებს აკოორდინირებს.
შესაძლებელია თუ არა არსებულ სისტემებთან ინტეგრაცია?
დიახ. ჩვენი სპეციალიზაცია WMS, ERP და რობოტიზებულ პლატფორმებთან ინტეგრაციაა.
მოგვიწევს თუ არა არსებული WMS-ის ან ტექნიკის ჩანაცვლება?
არა. პროგრამულ შრეს თქვენს არსებულ WMS/ERP ინფრასტრუქტურაზე ვაშენებთ და მას პირდაპირ ტექნიკურ აღჭურვილობასთან ვაკავშირებთ.
რომელი ბრენდების ტექნიკასთან მუშაობთ?
ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა არ არის შეზღუდული კონკრეტული მწარმოებლით. ვმუშაობთ AMR რობოტების წამყვან ბრენდებთან, მანიპულატორებთან (მაგ. Magazino, Universal Robots), ინდივიდუალურ მიკროკონტროლერებსა და სტანდარტულ ინდუსტრიულ PLC/WMS სისტემებთან.
შეძლებთ თუ არა ჯერ პროტოტიპის აწყობას?
დიახ. პროექტს საწყისი მოდელით ვიწყებთ და ეტაპობრივად მივყავართ სრულმასშტაბიან გაშვებამდე.