ინტერნეტ მაღაზია

პროდუქციის ყიდვა და გაყიდვა ინტერნეტის მეშვეობით, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვაჭრობის მეთოდია.

e-commerce ანუ ელექტრონული კომერცია, განმარტებით: პროდუქციის ყიდვა და გაყიდვა ინტერნეტის მეშვეობით, თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვაჭრობის მეთოდია.

e-commerce

ისტორიულად ელექტრონული კომერციის პირველი გამომგონი ბატონი Michael Aldrich გახლავთ , თუმცა მიუხედავად პირველგამოგონებისა, ინტერნეტ მაღაზიების პოპულარიზაცია, მაინც ინტერნეტის განვითარებასა და გავრცელებასთან არის პირდაპირ კავშირში, ამიტომ ინტერნეტ მაღაზიების მასობრივ პოპულარიზაციაში უდიდესი წილი ისეთ კომპანიებს მიუძღვის როგორიც არის Amazon და eBay

amazon-ebay

დაწყებული 21-ე საუკუნიდან ინტერნეტ მაღაზიების ბუმი წამოვიდა, პრაქტიკულად ყოველი მსხვილი კომპანია შეიარაღდა ინტერნეტ მაღაზიით და დაიწყო ტექნოლოგიური პროგრესის სრული ათვისება.

ელექტრონული კომერციის პროგრესმა მოხსნა ძალიან ბევრი ბარიერი, ნებისმიერი რამის შეძენა გახდა შესაძლებელი ინტერნეტის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად. ოღონთ შეიძინეთ და კართან მოგართმევთ.

ინტერნეტ მაღაზიების და ონლაინ მომსახურების განსაკუთრებული საჭიროება 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ გამოააშკარავა, როდესაც ყველა მაღაზია დაიკეტა და გარეთ ვაჭრობა გარკვეული პერიოდით შეწყდა