
მობილური აპლიკაციის დამზადება
მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრებოს განუყრელი ნაწილი გახდა. მესიჯინგი, ელ-ფოსტა, კალენდარი, საათი, სოც-ქსელები, თამაშები, ყველაფერი ეს მობილური აპლიკაციების სახით არის წარმოდგენილი თანამედროვე ტელეფონებში. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერს რასაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ტელეფონში არის მობილური აპლიკაცია.
დღეისათვის მსოფლიო ტელეფონების უმრავლესობა ორ მობილურ პლატფორმას შორის არის გაყოფილი, iOS და Android, შესაბამისამ მობილური აპლიკაციის შექმნისას გასათვალისწინებელია, რომ თუ აპლიკაცია უნდა მუშაობდეს ორივე პლატფორმაზე, მაშინ იგი თითოული მათთაგანისათვის ცალ ცალკე იქნება დასამზადებელი.
არსებობს აგრეთვე ბიბლიოთეკები, რომლებიც უნივერსალური მობილური აპლიკაციის დამზადების საშუალება იძლევიან. მათი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად იქმნება ერთი მობილური აპლიკაცია, უნივერსალური ტექნოლოგიის გამოყენებით და ამ ტექნოლოგიის ბიბლიოთეკები, ასე ვთქვათ თარგმნიან მას როგორც ერთი აგრეთვე მეორე მობილური პლატფორმისათვის.
ჩვენი კომპანია მობილური აპლიკაციებს უნივერსალური ტექნოლოგიების გამოყენებით წერს, რადგან ეს საგრძნობლად აჩქარებს და აგრეთვე უფრო იაფს ხდის მობილური აპლიკაციის დამზადებას. 63ბიტს უკვე არაერთი მობილური აპლიკაცია აქვს დაწერლი უნივერსალური ტექნოლოგიების გამოყენებით.