რა არის Agile. სახელმძღვანელო მოქნილი მეთოდოლოგიებით, ან როგორ ვიმუშაოთ მომგებიანად.
Agile - ეს არის განვითარების სწრაფი გზა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მეთოდოლოგიებს (Scrum, Kanban, XP, Lean და სხვა). ბევრმა იცის მის შესახებ, თუმცა არსებობს უამრავი საინტერესო დეტალი რომელიც ზედაპირზე არ დევს.
პროექტების დიდი აფეთქება
თუ სამყაროს წარმოშობასთან პარალელს გავავლებთ და ამ როლს Agile-ს მივაკუთვნებთ, მაშინ დიდი აფეთქება იქნება ნომერ პირველი პრობლემა, რომელმაც პროექტის მრავალი მენეჯერი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა - პროდუქტის მოთხოვნების შეცვლა - სწორედ ეს არის წუწუნისა და ნერვული ძახილის მიზეზი: "რა დავაშავე?!".
ძირითადად, პროცესები მუშაობს ჩანჩქერის მოდელის ფარგლებში (waterfall model) - ყველაფერი ვითარდება ეტაპობრივად და თანმიმდევრულად. მარტივად რომ ვთქვათ, "მე ვხედავ მიზანს - მივდივარ მიზნისკენ". თუ გარკვეულ მომენტში პროდუქტის მოთხოვნები იცვლება, საბოლოო მიზანიც იცვლება. ზოგჯერ სამუშაო თავიდან არის გასაკეთებელი. როგორც კი სრულყოფილად შედგენილი გეგმა ეჯახება რეალობას, ის მაშინვე იფრქვევა მტვერში. ნაცვლად იმისა, რომ სრულიად შეცვალონ გეგმაც და მიდგომაც, მმართველები იქცევიან ისე, თითქოს გეგმა მუშაობს და ამის გასაკეთებლად სპეციალისტებსაც კი იყვანენ. ამგვარად, ისინი ფულს იხდიან იმაში, რომ მოატყუონ.
Scrum- ის შემქმნელის, ჯეფ სატერლენდის აზრით, ეს მოგვაგონებს სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს ქცევას 1980-იანი წლების ბოლოს. თითქოს სჯეროდათ იმ საბუთების, რომლებიც მიიღეს საბჭოთა კავშირის დაშლის წინა დღეს.
Agile მეთოდები შექმნილია ამის წინააღმდეგ საბრძოლველად, მისი მოქნილობის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Agile არის რამდენიმე მიდგომის კომპოზიციური შერწყმა, რომელიც მიზნად ისახავს ყველანაირი რისკის შემცირებას, პრინციპების დაგროვების ხარჯზე. სწორედ ეს პრინციპები და ოთხი ძირითადი იდეა შეგროვებულია Agile მანიფესტში, რომელიც 2001 წლითაა დათარიღებული.
Agile-მანიფესტი
თუ ჩვენ ფორმულირებას გავამარტივებთ, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ვინც მუშაობს Agile-ით, ჩვენ მივიღებთ შემდეგს:
- ყველაზე მთავარი ადამიანია და არა საგანი
- დოკუმენტაცია (რომელსაც ჯერ არავინ კითხულობს) არავის უნდა უშლიდეს ხელს მუშაობაში
- ითანამშრომლეთ, და არა გადაიკითხეთ ხელშეკრულება
- იცხოვრეთ, ისუნთქეთ, შეიცვალეთ იმდენად სწრაფად, რამდენადაც შეძლებთ
როგორ მუშაობს პროცესები
განვიხილოთ როგორ შეგიძლიათ მუშაობა Agile-ით. მაგალითისთვის ავიღოთ Scrum. დღესდღეობით ეს ყველაზე პოპულარული და სწრაფი ტექნიკაა. Scrum-ის ავტორმა ჯეფ სატერლენდმა შეიმუშავა ეს ტექნიკა კლასიკური მენეჯმენტის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
- აირჩიეთ Product Owner (პროდუქტის მფლობელი) - ადამიანი, რომელიც ხედავს, თუ რა მიზანს ისახავთ და რისი მიღწევა გსურთ საბოლოოდ.
- ჩამოაყალიბეთ გუნდი - 3-10 ადამიანი უნარებით, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ შედეგი (ანუ გამოსადეგი პროდუქტი).
- აირჩიეთ Scrum Master - ადამიანი, რომელიც აკონტროლებს პროექტის მსვლელობას და ეხმარება გუნდს სირთულეებთან გამკლავებაში.
- შექმენით პროდუქტის ბეკლოგი - შეაგროვეთ ერთ ადგილას, (სასურველია Agile დაფაზე) ყველა მოთხოვნა პროდუქტისადმი და დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. ამის შემდეგ, გუნდმა უნდა შეაფასოს ბეკლოგი - რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება და რა დროში მოხერხდება.
- დაგეგმეთ სპრინტები - დროის ხანგრძლივობა (ერთი ან ორი კვირა), რა დროსაც გუნდი შეასრულებს გარკვეულ დავალებებს. Sprint უნდა იყოს რეგულარული. მაგალითად, 15-ჯერ ორი კვირის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ მზა პროდუქტს.
- ჩაატარეთ ყოველდღიური შეხვედრები 15 წუთით (და არც ერთი წუთით მეტი) - შეხვედრებზე 3 მნიშვნელოვანი კითხვა უნდა განიხილოთ, რომლებსაც თითოეული უპასუხებს მოკლედ. რა გავაკეთეთ გუშინ, რას გავაკეთებთ დღეს და რა დაბრკოლებები გვიშლის ხელს ზრდაში.
- გააკეთეთ მიმოხილვა - სპრინტის შედეგების საფუძველზე, გუნდის წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს, თუ რისი გაკეთება მოახერხეს და აჩვენებენ პროდუქტის მზა ნაწილის მუშათუნარიანობას. მიმოხილვაში მჯონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია: პროდუქტის მფლობელს, მთავარ მომხმარებელს, ან თუნდაც პოტენციურ მომხმარებელს.
- გააკეთეთ რეტროსპექტივა - ყოველი სპრინტის შემდეგ, Agile გუნდის წევრები განიხილავენ პრობლემებს და ეძებენ გადაჭრის გზებს. უნდა შეიმუშაოთ ცვლილებების გეგმა, რომელსაც გუნდი დაუყოვნებლივ განახორციელებს - მომდევნო სპრინტში.
Scrum ბევრად მეტია, ვიდრე გუნდური მუშაობის მეთოდი, ის აჩქარებს ადამიანის ყველა წამოწყებას. არ აქვს მნიშვნელობა პროექტი იქნება ეს, თუ პრობლემა. Scrum შეიძლება გამოვიყენოთ პროდუქტიულობის გაზრდისა და უკეთესი შედეგების მისაღწევად.
გაეცანით Agile-ს
Agile პრაქტიკის ამოცნობა ადვილია ძირითადი მახასიათებლებით. მაგალითად:
- რისკების შემცირება, ნებისმიერი მოქნილი მიდგომის მთავარი მიზანია.
- სწრაფი განვითარება - მუშაობა მოკლე ციკლებში.
- ადამიანი და კომუნიკაცია პირველ ადგილზე დგას.
თუ Agile-ს მდინარის ორი ნაპირიდან განვიხილავთ, ერთ მხარეს იქნება მომხმარებელი და მეორე მხარეს გუნდი. ეს გზა ორივესთვის გამოსადეგი და აზრიანია.
- კლიენტმა დროულად უნდა მიიღოს თუნდაც მინიმალურად ეფექტური პროდუქტი. (პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქნება საუბარი, თუ სხვა პროცესებსა და მოვლენებზე, არ აქვს მნიშვნელობა).
- გუნდის წევრებისთვის სასარგებლოა მომხმარებელთან და კოლეგებთან კომუნიკაცია. (იმისათვის, რომ მსგავს პრობლემებს არ ჰქონდეს ადგილი: ”შენ არასწორად გამიგე - ყველაფერი სწრაფად გამიკეთე! დიახ, ეს გუშინ იყო საჭირო!”). პროცესების გამჭვირვალობა, ამცირებს მოულოდნელობებს, რასაც შედეგად სწრაფი და სრულყოფილი მუშაობა მოყვება. ყველას ესმის, თუ სად მიდის დრო და რატომ ჩერდება საქმე. წვრილმანი (სინამდვილეში არა), მაგრამ ბევრს ნიშნავს.
გარდა ამისა, გუნდში კომუნიკაცია უმჯობესდება. გუნდის ყოველი წევრი საერთო იდეაზეა კონცენტრირებული. ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ყველა იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. (სოციალური ვალდებულებები ყოველი საქმის განუყოფელი ნაწილია.) დადებითი მხარე, კომფორტული ტემპით მუშაობის შესაძლებლობაა, თუმცა სხარტად (ჩვეულებრივზე სწრაფად მაინც).
Agile ქაოსიდან წესრიგისკენ მიდის. ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროექტები, სადაც სამუშაო Agile სქემით მიმდინარეობდა, 3-ჯერ უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ის, სადაც პროცესები ვითარდებოდა სტანდარტულ პარადიგმაში. ეს საკმაოდ ლოგიკურია, მომხმარებელი იღებს იმას, რაც სურს. დროისა და რესურსების მინიმალური ინვესტიციით.
ვის შეიძლება ეს არ მოეწონოს?
Scrum-ის დაარსების დღიდან საფუძველი ჩაეყარა ახალ პროგრამულ პროდუქტებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. პროექტის მენეჯერებს შორის წარმატების მოპოვების მიუხედავად, Scrum რჩება ბიზნეს პრაქტიკაში ნაკლებად ცნობილ მეთოდოლოგიად.