გამარჯობა,
ჩვენ 63 ბიტი ვართ,
სტუდია დაკავებული ვებ გვერდების, ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და მობილური აპლიკაციების დამზადებით.
ითანამშრომლეთ ჩვენთან!

ნახეთ პორტფოლიო

ჩვენ შესახებ

ნება მომეცით ცოტა ვრცლად მოგიყვეთ ჩვენ შესახებ. კომპანია "63 ბიტი" დაარსდა 2009 წელს, მისმა დამფუძნებლებმა, ახლად უნივერსიტეტდამთავრებულმა სტუდენტებმა, აღსავსე ენერგიითა და შემართებით, შევდგით ფეხი რეალურ IT სამყაროში და დავიწყეთ საკუთარი სიტყვის თქმაც ქართულ ბაზარზე.

ჩვენი პირველი შესრულებული პროექტებით იმდენად კმაყოფილი დარჩა მომხმარებელი, რომ ჩვენ მოგვმართეს ისეთმა კომპანიებმა როგორიც არის კავკასუს ონლაინი, ბრავო რეკორდსი, კინოთეატრები რუსთაველი - ამირანი - აპოლო და სხვა.

სახელი "63 ბიტი" საქართველოს ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი, კერძოდ კი ჩვენ მოგვმართეს ნიუ იორკის, ერთ - ერთი უნივერსიტეტის, სტონი ბრუკსის, წარმომადგენლებმა, რომლებთანაც მეტად წარმატებით შესრულებული გვაქვს "დისტანციური სწავლების სისტემა", აგრეთვე ჩვენი შექმნილი, სესხების მართვის, პროექტით სარგებლობს ამერიკული კომპანია EaglePay, რომელიც ამერიკელ მოქალაქეებს ეხმარება საკუთარი კრედიტების დაფარვაში. ეს სისტემა თავად აგვარებს ბანკთან თანხების გადარიცხვის ავტომატიზაციის პროცესს. არანაკლებ კმაყოფილი დარჩა 63 ბიტით აშშ - ში მდებარე კომპანია Credit Forget It ან შემოკლებით CFI, რომელიც ჩვენი დაწერილი პროექტის მეშვეობით ეხმარება ამერიკის მოქალაქეებს საკუთარი საკრედიტო ქულების გამოსწორებაში.

ჩვენი წარმატების საწინდარი ყოველითვის იყო ის, რომ ვართ ახალგაზრდები, მთლიანად მომუშავე თანამედროვე ტექნოლოგიებზე და გახსნილი სიახლეების მიღებასთან. უპრობლემოდ მივსდევთ ყველა IT სიახლეს და მუდამ ვმუშაობთ საკუთარ თავზე.

ხშირ შემთხვევაში თავად დამფუძნებლებიც ვერთვებით პროექტის არქიტექტურის შექმნასა და დიზაინის შემუშავებაში, რადგან გარდა იმისა რომ ეს ჩვენი უშუალო პროფესია და საქმეა, თავად პროცესი გვანიჭებს დიდ სიამოვნებას.

სერვისები

ითანამშრომლეთ ჩვენთან და მიიღეთ საჩუქრად:

ნამუშევრები

პარტნიორები და კლიენტები

ddb flit windfors
cavea bravissimo gff

კონტაქტი

+995 32-294-6104 მიცკევიჩის №14, თბილისი contact@63bits.com facebook.com/63bits