AllForSigns: ERP და E-Commerce გადაწყვეტილება
AllForSigns.com არის ჩვენს მიერ შემუშავებული ონლიან სტამბა, რომელიც მოიცავს სტამბის საბეჭდი ბიზნეს პროცესების მართვასა და ინტერნეტ მაღაზიას (ონლაინ გაყიდვებს) ერთი სისტემის ჭრილში.
AllForSigns - ის წარმომადგენლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს , მაიამი ფლორიდაში.
ჩვენი სისტემის მეშვეობით ბიზნესს ავტომატიზირებული აქვს ისეთი პროცესები როგორიც არის:
- საწყობი
- ფასწარმოქმნა
- შეკვეთების მართვა
- გადასახადების რეგულირება
- ლოგისტიკა
AllForSigns.com-ის ოპერატორი ეფექტურად უმკლავდება ყველა ზევით დასმულ ამოცანას მოქნილი მართვის პანელის მეშვეობით
ძირითადი მოდულები
სამომხმარებლო Dashboard
მომხმარებელზე ორიენტირებული Dashboard - ი რომელიც შეკვეთის დასწრაფებული მართვისა და მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა შესაძლებლობას იძლევა.
ძირითადი რეპორტები
რეპორტების მოქნილი სისტემა, რომელიც გაყიდვების, მომხმარებლების აქტივობისა და მომხმარებლის ქცევის დეტალურ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის ადმინისტრატორებისათვის.
საწყობის მართვა
პროდუქციისა და მასალების ნაშთების მართვის სისტემა რომელიც რეალურ რეჟიმში ამონიტორინგებს საწყობს, შემოსავლისა, გასავლისა და შიდაგადაადგილების ოპერაციებს.
ფასწარმოქმნა და ფასდაკლება
კომპლექსური ფასწარმოქმნის კალკულატორები და მომხმარებელზე პერსონალურად მორგებული ფასდაკლებების სისტემა, რომელსაც კონკურენტუნარიანი ფასების დადგენაში დიდი წილი უკავია.
ინტეგრაცია და ავტომატიზაცია
ავტომატიზაციის პროცესების გასაუმჯობესებლად სისტემაში ინტეგრირებულია ისეთი სერვისები როგორიც არის:
Authorize.net – გადახდების უსაფრთხო დამუშავება
სერვისი გვაძლევს შეუფერხებელ და უსაფრთხო გადახდის მექანიზმს, რაც უზრუნველყოფს ფინანსური პროცესების ავტომატიზაციას.
ShipStation – მიწოდების სერვისი
მიწოდების დეტალებისა და ფასების ავტომატიზაციის სერვისი. მისი საშუალებით დაძლეულია უამრავი ლოგისტიკური გამოწვევები.
Amazon S3 – დიდი ზომის ფაილების შენახვა
ბეჭდვის ბიზნესში კონტენტის ციფრული ვერსია საკმაოდ დიდი ზომის ფაილებით არის წარმოდგენილი. Amazon S3 - ის სერვისი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ოდენობით, უსაფრთხოთ შევინახოთ ყველა საჭირო ციფრული მასალა და ნებისმიერ დროს გამოვითხოვოთ შესაბამისი ფაილები უსწრაფეს რეჟიმში..
Mailchimp – ავტომატიზირებული შეტყობინებები და კომუნიკაცია
Mailchimp სერვისის ინტეგრაციის საშუალებით კლიენტთან კომუნიკაცია და სარეკლამო კამპანიების დაგზავნა სრულიად ავტომატიზირებულ რეჟიმზე არის გადასული. ყველა ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარი სიახლეებისა და პროდუქციის ინფორმაციის კლიენტისთვის დროულად მიწოდება.
შედეგი
ყველა ზევით ხსენებული ტექნოლოგიის დახმარებით AllForSigns.com სრულიად ონლაინ რეჟიმში მომუშავე სტამბაა, სადაც ხელით შესასრულებელი სამუშაოები უკიდურეს მინიმუმამდე არის დაყვანილი. პროცესი სრული წარმატებით არის ორიენტირებული კლიენტთა მომსახურებასა და სისწრაფეზე. ბიზნესში სრულიად ავტომატიზირებულია ფასწარმოქმნა, ფასდაკლება, საწყობის ნაშთები, გადახდებია და პროდუქციის კლიენტამდე დროული მიწოდება. ყველაფერი ეს გაერთიანებული ერთი სისტემის ქვეშ.