Greenway: ავტომობილების ტექინსპექტირების ლიდერი პლატფორმა
63BITS-სა და გრინვეის შორის პარტნიორობის შედეგად შეიქმნა მასშტაბური ციფრული პორტალი.
პლატფორმა მოიცავს ინსპექტირების ონლაინ დაჯავშნის სრულყოფილ სისტემას, რომელიც პირდაპირ არის ინტეგრირებული კომპანიის შიდა ERP სისტემასთან, საბანკო გადახდებთან, Apple Pay-სა და Google Pay-სთან. ვებსაიტი უზრუნველყოფს ასობით ათასი ავტომობილის მფლობელისთვის ჯავშნის პროცესის მაქსიმალურ გამარტივებასა და ავტომატიზაციას.
პლატფორმა სრულად ადაპტირებულია ყველა ტიპის მოწყობილობაზე, გამოირჩევა მაღალი ჩატვირთვის სისწრაფითა და ტექნიკური გამართულობით, რაც უზრუნველყოფს საიტის სრულ მზაობას ტრადიციული (SEO) და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული (GEO) საძიებო სისტემებისთვის.