რა არის ხელოვნური ინტელექტი - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

მართალია ხელოვნური ინტელექტის თემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდია გახდა  პოპულარული, მაგრამ თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი წინა საუკუნიდან იღებს სათავეს. პირვანდელი ვერსია გამოიყენებოდა მარტივი პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1960-იან წლებში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი დაინტერესდა ამ ტიპის სამუშაოებით და დაიწყეს კომპიუტერების მომზადება, რათა მათ ადამიანის ბაზისური მსჯელობისთვის მიებაძათ.


რა არის ხელოვნური ინტელექტი

მას შემდეგ ამ ტექნოლოგიამ დიდი გზა გაიარა და დღეს Artificial Intelligence(AI)-ის დახმარებით, შესაძლებელია მანქანებმა გამოცდილებიდან ისწავლონ, სწრაფად დაამუშაონ ახალი მონაცემები და შეასრულონ ადამიანის მსგავსი ამოცანები. ხელოვნური ინტელექტის მაგალითების უმეტესობა, რომლის შესახებაც დღეს გესმით - იქნება ეს ჭადრაკის სათამაშო აპლიკაციები, თუ თვითმართვადი მანქანები - დიდწილად ეყრდნობა ღრმა სწავლების მეთოდს(deep learning) და ბუნებრივი ენის დამუშავებას(Natural Language Processing). 

ამ ტექნოლოგიების გამოყენებით კომპიუტერებს შეუძლიათ დაისწავლონ როგორ შეასრულონ კონკრეტული ამოცანები დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებითა და მონაცემებში შაბლონების ამოცნობით.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკის რომანები გვიხატავს AI-ს, როგორც ადამიანის მსგავს რობოტს, რომელიც მსოფლიოს იპყრობს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ამჟამინდელი ევოლუცია არც ისე საშინელია (ან არც ისე ჭკვიანი). 

AI-ს განვითარებითა და დახვეწით უამრავი ინდუსტრია იღებს სარგებელს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი აქტიურად გამოიყენება ჯანდაცვის სფეროში. მას სამედიცინო მდგომარეობის უფრო ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრა შეუძლია, ასევე სამედიცინო ვიზუალიზაცია, მედიკამენტების შერჩევა, რობოტული ქირურგია და ა.შ.

მაგალითად, IBM Watson-ის (AI ინსტრუმენტი) გამოყენებამ შეიძლება სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული მონაცემების მნიშვნელობა და კონტექსტი უკეთ გაშიფროს, რაც დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი ნაბიჯია მკურნალობის გეგმის დროულად შესარჩევად. ასევე, ეს ინსტრუმენტი აანალიზებს პაციენტის სამედიცინო ჩანაწერს მკურნალობის მეთოდის დასადგენად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, IBM Watson ფუნქციონირებს როგორც ექიმი.

AI-ის მიერ გენერირებული აპები Android-ისა და iOS-ისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება. AI ზოგავს დროს, სხვადასხვა ამოცანებს ეფექტურად ასრულებს და მომხმარებლის გამოცდილებას კი აუმჯობესებს. დეველოპერები დღეს უკვე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რისი მეშვეობითაც მობილური აპლიკაციების შექმნა და სხვა პროცესები ბევრად მარტივდება. 

 გარდა სამედიცინო სფეროსი, ბევრი მიმართულებით აითვისეს ხელოვნური ინტელექტი: ფინანსები, გართობის ინდუსტრია, ლოჯისტიკა, E-commerce, დეველოპმენტი და საიტის დამზადება


ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროფესიებს?

ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ძალიან ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, თავისთავად მიდის იმაზეც საუბარი, ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი პროფესიებს? 

ცხადია ამაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თუმცა, 2013 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში სამუშაოების 47% შესაძლებელია ჩანაცვლდეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მომდევნო 20 წლის განმავლობაში. 

Goldman Sachs-ის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით კი AI ინსტრუმენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს 300 მილიონ სრულ განაკვეთიან სამუშაო ადგილზე მთელს მსოფლიოში, რაც ექსპერტების აზრით სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვან რყევებს გამოიწვევს.

მიუხედავად ამისა, ადამიანის მაქსიმალური ჩართულობა აუცილებელია ამ ტექნოლოგიების გამოყენებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომები და მიკერძოებულობა, რადგან ხელოვნური ინტელექტის ბოტს შეუძლია წარმოქმნას დეზინფორმაცია, არასწორად უპასუხოს კოდირების პრობლემებს და დაუშვას შეცდომები საბაზისო მათემატიკაში.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დღეს დასაქმებული ადამიანების 60% მუშაობს ისეთი პროფესიით, რომელიც არ არსებობდა 1940 წელს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტექნოლოგია სწრაფად განვითარდა, რამაც გამოიწვია ფართო ავტომატიზაცია და ბევრი სხვა ცვლილება, რის გამოც გაჩნდა ახალი საჭიროებები და სპეციალობები. 

ამ შემთხვევაშიც, AI-ს შეუძლია ჩაანაცვლოს პროფესიების მეოთხედი აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს ახალ სამუშაო ადგილებსა და ახალ პროფესიებს.


რა არის ChatGPT და რისთვის გამოიყენება იგი

ChatGPT არის მოწინავე ენის მოდელი, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ. იგი შექმნილია იმისთვის, რომ გაიგოს, გააანალიზოს და გამოიმუშაოს ადამიანის მსგავსი პასუხები, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.

რისთვის გამოიყენება ChatGPT:

  • სასაუბრო AI: ChatGPT-ს შეუძლია ჩაერთოს ტექსტურ საუბრებში მომხმარებლებთან, უპასუხოს მოთხოვნებსა და კითხვებს. მას შეუძლია ინფორმაციის მიწოდება, შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ინტერაქტიულ დიალოგებში ჩართვა.
  • შინაარსის გენერაცია: ChatGPT ქმნის “human like” ტექსტს სხვადასხვა სტილსა და ტონში. მისი დახმარებით იწერება სტატიები, ისტორიები, სოციალური მედიის პოსტები და მრავალი სხვა. მწერლებს და კონტენტის შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ ChatGPT, როგორც კრეატიული ინსტრუმენტი, რომელიც კონტენტის იდეების გენერირებასა და არსებულის გაფართოებაში დაეხმარება.
  • თარგმანი: ChatGPT კარგი საშუალებაა ტექსტის სათარგმნად. ტექსტის ერთ ენაზე შეყვანით მომხმარებლები მიიღებს მისთვის სასურველ ენაზე თარგმნას. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ იყოს ისეთივე ზუსტი, როგორც სპეციალური თარგმანის ხელსაწყოები, მას მაინც შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად.
  • წერილობითი მასალები: ის დაგეხმარებათ გრამატიკისა და სტილის შესწორებაში, შემოგთავაზებთ ფრაზებისა და წინადადებების ალტერნატიულ ვარიანტებს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ერთგვარი რედაქტორი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დახვეწონ ტექსტის შინაარსი.
  • სწავლა და ცოდნის გაზიარება: ეს არის საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც გაძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე და პასუხობს კითხვებს. თუ გაინტერესებთ როგორ მოუაროთ თქვენს ახალ მცენარეს, სად იყიდება კონკრეტული პროდუქტი, რა არის პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ. ChatGPT-ის ყველაფერზე აქვს პასუხი. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT-ს ქმნის თანმიმდევრულ და კონტექსტურად შესაბამის პასუხებს, ზოგჯერ შეიძლება დააგენერიროს არასწორი ან შეუსაბამო პასუხები. მომხმარებლებმა უნდა გამოიჩინონ კრიტიკული განსჯა ChatGPT-ის მიერ გენერირებული პასუხების გამოყენებისას.


მთელი ეს ქვეთავი ChatGPT-ის დაწერილია, ჩვენ მას ვკითხეთ “რა არის ChatGPT და რისთვის გამოიყენება იგი” და ისიც არ დაგვზარდა და საკმაოდ ვრცელი პასუხი გაგვცა.


როგორ იყენებს “63 ბიტი” ხელოვნურ ინტელექტს

ყველა ზემო ჩამოთვლილი უპირატესობის გამო, ნებისმიერი ორგანიზაცია და კომპანია სარგებელს მიიღებს ხელოვნური ინტელექტრიგან. ჩვენი გუნდი არაერთი წელია რაც აქტიურად იყენებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიასა და ინსტრუმენტებს და არც ხელოვნური ინტელექტია გამონაკლისი. 

ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტურად ახალი ტექნოლოგიები. შესაბამისად, იქნება ეს ონლაინ მაღაზიის აწყობა, თუ სხვა სერვისი, ჩვენი პრიორიტეტი თანამედროვე მიდგომები და საშუალებებია.