ტროლ ბოტები საფთხეები და რჩევები

trolls bots

თანამედროვე ინტერნეტი თავისუფალი აზრის გამოხატვის ყველაზე მარტივი და საუკეთესო ადგილია. ინფორმაციის გავრცელება თავისუფლად, არნახული რაოდენობითა და ელვისებური სისწრაფითა ხდება.

ზუსტად ამ მოქნილობის გამო ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ბოროტად გამოიყენება.

ონლაინ სივრცის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბოროტმოქმედი არის — ტროლი და ბოტი. ამ სტატიაში მოგითხრობთ ძირითად განსხვავებას და იმ ზიანს, რომელსაც ისინი საზოგადოებასა და ციფრულ გარემოს აყენებენ.

ვინ არის ტროლი და ვინ არის ბოტი?

🧌 ტროლი

ტროლი რეალური ადამიანია, რომელიც საკუთარი კომპიუტერის, ტელეფონის ან პლანშეტის ეკრანის უკან ზის და შეგნებულად ცდილობს:

  • დეზინფორმაციის გავრცელებას
  • განხილვების ჩაშლას
  • კონფლიქტის გაღვივებას

ამ ქმედებებით იგი მიზნად ისახავს სხვისი ემოციური რეაქციის გამოწვევას. მათი მიზანი არ არის არგუმენტირებული დისკუსია — მათთვის მთავარია მოწინააღმდეგის პროვოცირება და აურზაურის შექმნა.

მაგალითად: ტროლები პოლიტიკურ ფორუმზე შეგნებულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ან მიზანმიმართულ გამაღიზიანებელ კომენტარებს რათა გამოიწვიონ ემოციური რეაქცია და დაპირისპირება.

🤖 ბოტი

კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ავტომატურად ავრცელებს წინასწარ გაწერილ შეტყობინებებს ან ებმება დისკუსიებში ისე, რომ არ გააჩნია ემოციური ან რეალური გონებრივი პროცესები. ბოტების გამოყენებით წინასწარ მიზანმიმართული, ან ყველაზე მოწყვლადი ადგილების მოძიება ხდება და შემდგომ მასობრივი შეტევის პრინციპით დიდი რაოდენობის ცრუ ან არასასურველი ინფორმაციის გადაგზავნა იწყება. ბოტებს ხშირად იყენებენ მასობრივი მანიპულაციისთვის.

მაგალითი: ბოტი სოციალურ ქსელში ავტომატურად პოსტავს პოლიტიკური პროპაგანდის შეტყობინებებს ათასობით ყალბ ანგარიშზე. ან ელ-ფოსტის გამოყენებით აგზავნის არასასურველ ინფორმაციას.

🙏😉 - ასისტანტ ბოტები ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ბოტი მავნებლური პრინციპით არ მოქმედებს, ძალიან ბევრ ვებ გვერდზე არსებობს დამხმარე ასისტანტ ბოტები, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის მარტივად მოძიებაში ან გარკვეული ქმედებების მარტივად და სწრაფად შესრულებისათვის.

იმის გამო, რომ ბოტი კომპიუტერული პროგრამაა, ბოროტმოქმედის ხელში იგი მავნედ მოქმედებს, ხოლო კეთილმოქმედის ხელში კი ადამიანის დამხმარე ინსტრუმენტი ხდება.

⚠️ რა ზიანი მოაქვთ ტროლებსა და ბოტებს?

❌ დეზინფორმაციის გავრცელება

ტროლები და ბოტები ხშირად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რაც აყალბებს საზოგადოებრივ აზრს, განსაკუთრებით არჩევნების, პანდემიებისა თუ კონფლიქტების დროს.

❌ საზოგადოებრივი პოლარიზაცია

ტროლები ქმნიან ხელოვნურ დაპირისპირებას, აძლიერებენ სიძულვილსა და ბოღმას ადამიანებს შორის.

❌ ონლაინ სივრცის ტოქსიკურობა

ბოტები და ტროლები არღვევენ ონლაინ დისკუსიის კულტურას, აშინებენ მომხმარებლებს, ბილწსიტყვაობენ და ხშირად იწვევენ ე.წ. კიბერბულინგს.

❌ რეალური ზეგავლენა

ბოტების საშუალებით შეიძლება პოლიტიკურ კამპანიებზე გავლენა იქნეს მოხდენილი, ან სოც. ქსელში პროფილის ყალბი პოპულარიზაცია მოხდეს, მაგალითად, ყალბი ტროლ და ბოტ პროფილები ახდენენ ტყუილ მხარდაჭერას like, follow და share - ების გამოყენებით, იწყებენ დიდი რაოდენობის კომენტარების დაწერას, რათა ცრუ გზებით მოახდინონ პოპულარიზაციის ამაღლება.


როგორ დავიცვათ თავი?

  • შეამოწმეთ წყაროები — გადაამოწმეთ ინფორმაციის ავტორი, მოძებნეთ იგი Google - ში, LinkedIn - ზე, Facebook - ზე ან სხვა სოც. ქსელებში. ნახეთ მისი ფოტოსურათი (თუ ასეთი არსებობს) ნახეთ მისი სხვა აქტივობები და პოსტები. მაქსიმალურად შეამოწმეთ ავტორის ნამდვილობა.
  • არ უპასუხოთ პროვოკაციას — ტროლი იზიდავს ყურადღებას. მათთვის ყველაზე მომაკვდინებელი დარტყმა მათი იგნორირებაა. არ ჩაებათ მათთან დისკუსიაში, დაბლოკეთ მათი პროფილები, წაშალეთ მათი პოსტები, SPAM - ში ჩააგდეთ მათი გამოგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება.
  • დაარეპორტეთ საეჭვო ანგარიშები — ყველა სოც პლატფორმის ადმინისტრაციას შეუძლია ბოტების და ტროლების დაბლოკვა. დაარეპორტეთ ტროლ ანგარიშები, ოღონთ იყავით ფრთხილად, თავად არ დაიწყოთ "ტროლ" რეჟიმში ყველა ანგარიშის დარეპორტება.
  • გამოიყენეთ ბოტების დეტექტორები — ზოგი სოციალური პლატფორმა სთავაზობს სპეციალურ ხელსაწყოებს ბოტების ამოსაცნობად.


🏁 დასკვნა

ტროლები და მავნე ბოტები სხვადასხვა ბუნების მქონე  ფენომენებია, თუმცა ორივეს ერთი მიზანი აქვს — საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და ონლაინ სივრცის არაჯანსაღი გარემოდ ქცევა. მათთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია ინფორმირებულობა, კრიტიკული აზროვნება და მათი სრული იგნორირება.