რა არის IP მისამართი

IP – ინტერნეტ პროტოკოლი არის უნიკალური მისამართი, რომელსაც კომპიუტერული მოწყობილობები იყენებენ ერთმანეთის იდენტიფიკაციასა და კომუნიკაციისათვის, როგორც გარე ინტერნეტ სამყაროში, აგრეთვე შიდა ინტრანეტ ქსელში.
IP მისამართი აქვს ყველა მოწყობილობას რომელიც ჩართულია კომპიუტერულ ქსელში და იგი აუცილებლად არის უნიკალური. მის ანალოგიად შეიძლება განიხილოს ტელეფონის ნომერი, ან სახლის მისამართი, რომელიც უნიკალურად დაგარეკინებთ ან მიგაგნებინებთ კონკრეტულ პიროვნებასთან.

როდესაც თქვენს სახლში ან ოფისში, მოვიდა რომელი ინტერნეტის პროვაიდერის წარმომადგენელი და მოგცათ წვდომა დიდ ვირტუალურ სამყაროსთან ამ დროს მოხდა ორი რაღაცა:

  1. თქვენთან შეიქმნა ადგილობრივი შიდა ქსელი.
  2. თქვენი ადგილობრივი შიდა ქსელი მიუერთდა დიდ ინტერნეტ სამყაროს როგორც კიდევ ერთი წერტილი.

მოდემი, ყველაზე “ჯადოსნური” მოწყობილობა, ასრულებს ზემოთ ხსენებული ორ დიდ სამუშაოს. ზუსტად იგი უზრუნველყოფს ქსელითა თუ WIFI – ით, ყველა თქვენს კომპიუტერსა, ლეპტოპზე, მობილურ ტელეფონსა და პლანშეტზე ინტერნეტის მიწოდებას და მათ გაერთიანებას ერთ შიდა ქსელში.

home-networking-diagram

ქსელში გაერთიანებულ ყველა ამ მოწყობილობას გააჩნია თავისი საკუთარი IP მისამართი, რომელიც გამოიყურება როგორც 192.168.0.8, თავად მოდემსაც გააჩნია IP მისამართი რომელიც ყოველთვის 1 – ით მთვრდება (მაგ. 192.168.0.1 რადგან იგი შიდა ქსელის პირველადი ნაწილია), ამას შიდა IP მისამართი ეწოდება და ზუსტად რომ მოდემი ზრუნავს მოწყობილობებისათვის შიდა IP მისამართების დარიგებაზე.

როდესაც თქვენ კომპიუტერიდან, ან მობილური ტელეფონიდან ხსნით რაიმე ვებ გვერდს, ეს პროცესი აუცილებლად მოდემის გავლით ხდება. აი მაგალითად ეწვიეთ ვებ გვერდს http://whatismyip.com/, რომელიც გეტყვით რა არის თქვენი IP მისამართი. ალბათ შეამჩნევდით რომ IP რაც გაჩვენათ whatismyip – მ არ გამოიყურება როგორც 192.168 …, თქვენს წინ ალბათ რაღაცა ამის მსგავსი სურათია.

what-is-my-ip

ეს თქვენი გარე IP მისამართია.

როგორც ყველა თქვენი კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა მოწყობილობა, გაერთიანებული ერთ შიდა ქსელში თქვენი მოდემის მიერ, აგრეთვე თქვენი მოდემიც გაერთიანებულია ერთ დიდ უზარმაზარ ქსელში ინტერნეტ პროვაიდერის მიერ, იგი თქვენს მოდემს აძლევს თავის საკუთარ გარე IP მისამართს. ამ გზით არის დაფიქსირებული თქვენი მოდემის და მის უკან მდგარი დიდი თუ პატარა შიდა ქსელის მდებარეობა.
შესაბამისად როდესაც თქვენ გადიხართ დიდი ინტერნეტ სამყაროში (არა აქვს მნიშნელობა კაბელით შეერთებული კომპიუტერითა თუ WIFI – თ მიერთებული ლეპტოპით) და ათვალიერებთ სხვადასხვა ვებ გვერდებს, თქვენ მოგზაურობთ თქვენი მოდემის სახელით, ანუ თქვენი გარე IP მისამართით. თუ საჭირო გახდება რომ შეძლოთ მოშორებული ადგილიდან შეხვიდეთ თქვენს კომპიუტერებზე, ამის საშუალებას გარე IP მისამართი მოგცემთ.

P.S. არ შეგეშინდეთ რომ თქვენი გარე IP მისამართის გაგების შემთხვევაში, ვიღაცა მიიღებს წვდომას თქვენს კომპიუტერებზე. იმისათვის რომ შიდა ქსელში შეაღწიოთ, საჭიროა როუტერის სპეციალური კონფიგურაციების შეცვლა, რაც მხოლოდ შიდა ქსელიდან არის შესაძლებელი.