პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად
ბიზნესის ციფრული ტრანსფორმირება და მისი ეფექტურად მართვა ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქაში. დღეს ბიზნეს ამოცანების პროგრამულად გადაწყვეტა ფუნდამენტური საკითხია ორგანიზაციის სწრაფი განვითარებისთვის.
შესაბამისად, ყველა ბიზნესი და ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს და დანერგოს სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა. ამ სტატიაში ვრცლად ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფა, რა როლს თამაშობენ გამოცდილი დეველოპერები მთელ ამ პროცესში, როგორია ხელოვნური ინტელექტის გავლენა და ა.შ.
რა არის პროგრამული უზრუნველყოფა და რატომ სჭირდება ის ყველა ბიზნესს?
ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავება გულისხმობს ისეთი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებს დააკმაყოფილებენ. ეს არის ვრცელი პროცესი, რომელიც იწყება ორგანიზაციის მოთხოვნების, საქმიანობისა და მიზნების სიღრმისეული ანალიზითა და გააზრებით.
ეს საშუალებას აძლევს დეველოპერულ გუნდს შეიმუშაოს ისეთი პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც აუმჯობესებს ოპერაციებს, ზრდის პროდუქტიულობასა და საბოლოოდ ბიზნესის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
ყველა ბიზნესს, განურჩევლად მისი ზომისა თუ ინდუსტრიისა, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით. off-to-shelf “ზოგადი” პროგრამული უზრუნველყოფა ხშირად ვერ აკმაყოფილებს სპეციფიკურ საჭიროებებს. თითოეულ ორგანიზაციას აქვს საკუთარი სამუშაო მეთოდოლოგია და გამოწვევები, რაც საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომებს.
მეორეს მხრივ, ბიზნეს გადაწყვეტილებების მთელი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ კონკრეტულ ორგანიზაციაზე მორგებული პროგრამა შეიქმნას, რაც მოახდენს ბიზნესის საქმიანობის ოპტიმიზაციასა და არაერთი უპირატესობის მოპოვებას.
ასე რომ, პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნეს გადაწყვეტილებების ყველაზე თანამედროვე პრაქტიკაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში აქტიურად იყენებენ. საქართველოშიც დანერგილია ეს მიდგომა, შესაბამისად კომპანია 63BITS დიდი ხანია რაც ეხმარება ორგანიზაციებს მათი საქმიანობის გამარტივებასა და სრულყოფაში. ჩვენ სერვისებში შედის, როგორც ვებ პროგრამირება, ონლაინ მაღაზიის დამზადება, მობილური აპლიკაციის შექმნა, ასევე სრული პროგრამული უზრუნველყოფა.
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი და მისი როლი
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი გადამწყვეტ როლს ასრულებს. პირველ რიგში, ანალიტიკოსები სწავლობენ დამკვეთის ბიზნესს, ერკვევიან ყველა იმ დეტალში, რომელიც საჭიროა ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად. ამ მეთოდით მოქმედებენ 63Bits-ის გუნდის წევრებიც. დაგროვებულ ინფორმაციისა და ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ ვადგენთ ტექნიკურ დავალებას. ტექნიკური დავალების დოკუმენტი გადაეცემა მაღალკვალიფიციურ პროგრამისტთა ჯგუფს, რომელთაც ამ დავალების საფუძველზე, უკვე იციან თუ როგორ დაამზადონ პროგრამა, რომელიც დაეხმარება ბიზნესს საქმიანობის ოპტიმალურად მართვაში.
პროგრამული უზრუნველყოფის პროცესი შემდეგნაერად მიმდინარეობს:
- მოთხოვნების შეგროვება: ანალიტიკოსები მჭიდროდ თანამშრომლობენ დამკვეთის მხარესთან, რათა დაადგინონ მათი მიზნები და გამოწვევები. ზედმიწევნით აგროვებენ და აანალიზებენ მოთხოვნებს, რათა ორგანიზაციის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
- ბიზნეს გადაწყვეტილებების გეგმა: მოთხოვნებიდან გამომდინარე იქმნება პროგრამული გადაწყვეტის გეგმა. ეს გულისხმობს სისტემის ერთგვარი არქიტექტურის ჩამოყალიბებას, ფუნქციონალურობის განსაზღვრასა და საბოლოო ჯამში მოსახერხებელი ინტერფეისის შექმნას.
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება: დეველოპერების ჯგუფი დიზაინს ასახავს ფუნქციურ პროგრამულ გადაწყვეტად. ჩვენ ვწერთ კოდს, ვაერთიანებთ API-ებს, ვტესტავთ და მაქსიმალურად ვაუმჯობესებთ გამოსავალს, მანამ სანამ ის არ დააკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს.
- დანერგვა და მხარდაჭერა: საბოლოოდ ჩვენი დეველოპერები ზედამხედველობას უწევენ პროგრამული უზრუნველყოფის შეუფერხებელ მუშაობას. უზრუნველვყოფთ სათანადო ინსტალაციებს, არსებულ სისტემებთან ინტეგრაციებს, მუდმივ მხარდაჭერასა და ტექნიკურ მომსახურებას ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად.
63BITS და ბიზნეს გადაწყვეტილებები
კომპანია "63 ბიტი" 2009 წლიდან მოღვაწეობს და თავდაპირველად იგი დაარსდა როგორც ვებ სტუდია, ხოლო დღეს უკვე 63BITS ასევე CUSTOM SOFTWARE DEVELOPMENT კომპანიაა. ვებ პროგრამირება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი სერვისია, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვსაქმიანობთ. რა თქმა უნდა ამ სერვისების ჩამონათვალში შედის პროგრამული უზრუნველყოფა.
დაწყებული 2015 წლიდან, 63ბიტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს უცხოურ პროექტებზე. ამჟამად კომპანიას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს მრავალი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის, დუბაისა და გერმანიის ბიზნესის წარმომადგენელთან, რომლებისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა სახის Custom Software Business Solution - ები.
ადგილობრივ ბაზარზე პარტნიორების სია ძალიან ვრცელია და ერთ-ერთი მათგანი
კლინიკების ქსელი “ევექსი” არის. “ევექსი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელია და მათთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს.
კლინიკების ქსელისთვის გვაქვს შექმნილი არაერთი custom software, მაგალითად ასეთია კლინიკაში დაჯავშნის სისტემა, რომელიც მომხმარებელს ძალიან უმარტივებს პროცედურებს.
გარდა ამისა, სამედიცინო კორპორაცია ევექსისათვის შევქმენით ბიზნეს გადაწყვეტილება, რომელიც აღრიცხავს სტუმრების ვიზიტებს, ევექსის ყველა კლინიკაში, საშვების მეშვეობით. ასევე, კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით დოზირების კალკულატორი, რომელიც აღრიცხავს რენტგენის აპარატის დასხივებას ყოველი პროცედურის ჩატარებისას.
ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და როგორი აუცილებელია გამოცდილი გუნდის შერჩევა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, იქნება ეს მობილური აპლიკაციის შექმნა, თუ პროგრამული უზრუნველყოფა, ჩვენი კვალიფიციური გუნდი პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საქმეს და შესაბამისად შედეგი სრულყოფილია.