ბილეთების პროგრამა საქართველო – გერმანია
არა მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისთვის იყო 2015 წლის მარტის ბოლო კვირა მძიმე. კომპანია 63ბიტიც საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა.
ორი თვით ადრე, საქართველო – გერმანია თამაშის ჩატარებამდე, ფეხბურთის ფედერაციამ კოპმანია 63ბიტს დაუკვეთა თავიანთი ბილეთების გაყიდვისა და ტურნიკეტების მართვის ინფრასტრუქტურის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება თავისი გაყიდვებუთურთ ონლაინ.
სიმართლე გითხრათ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვიდექით და ვადებიც საკმაოდ მცირე იყო. საუკეთესო რესურსების შეკრებისა და სრული მობილიზაციით კომპანიში შევუდექით დასახული ამოცანის შესრულებასა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას.
54’000 – ადგილიანი და 48 სექტორიანი დინამოს სტადიონი გადავიდა ციფრულ ფორმატში და როგორც მოლარე ოპერატორებს, აგრეთვე ყოველ გულშემატკივარს, რომლებმაც ონლაინ თუ სალაროში შეიძინეს ბილეთი, მიეცათ შესაძლებლობა თვითონვე აერჩიათ სტადიონზე სექტორი და ადგილი საკუთარი სურვილის მიხედვით.
ონალინ გაყიდვებიც საკმაოდ წარმატებული იყო. ბევრმა მომხმარებელმა ინტერნეტის საშუალებით, რიგებში დგომის გარეშე, საკმაოდ კომფორტულ რეჟიმში შეიძინა ბილეთები.
გაყიდვებმა აჩვენეს რეკორდული მაჩვენებელი. 2 დღეში 63ბიტის შემუშავებულმა პროგრამებმა, სალაროს აპარატმა და ონლაინ ბილეთებმა, ყველა ცარიელი ადგილი გაყიდეს.
63ბიტის საქმე არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბილეთების გაყიდვით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ თამაშის დღეს, იტალიელების დამონტაჟებულ და ჩვენს დაპროგრამებულ ტურნიკეტებს შეეშვათ 54’000 გულშემატკივარი სტადიონზე.
დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ ამ საქმესაც წარმატებულად გავართვით თავი და თამაშის დაწყებისათვის დინამოს სტადიონი გავსებული იყო.
მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრები დამარცხდა, პატარა ქართულმა კომპანიამ 63ბიტმა, დიდი გამარჯვება წამოიღო დინამოს სტადიონიდან.
ეს იყო საკმაოდ დიდი ნაბიჯი და წამრატება ყოველი ჩვენთაგანისათვის.