Apple - ის ხელოვნური ინტელექტი Google Gemini - ზე იქნება დაფუძნებული
2026 წლის 12 იანვარს დაანონსდა რომ Apple და Google მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ.
Apple-მა და Google-მა ოფიციალურად დაადასტურეს მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც Apple Foundation Models-ის შემდეგი თაობა დაფუძნებული იქნება Google-ის Gemini მოდელებსა და მის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. აღნიშნული მოდელები საფუძვლად დაედება Apple Intelligence-ის მომავალ ფუნქციებს, მათ შორის — უფრო პერსონალიზებულ Siri-ს, რომლის გამოშვებაც უკვე მიმდინარე წელს იგეგმება.
Apple-ის განცხადებით, დეტალური ანალიზისა და შეფასების შემდეგ, კომპანიამ დაასკვნა, რომ Google-ის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ყველაზე მძლავრ და მოქნილ საფუძველს წარმოადგენს Apple Foundation Models-ის განვითარებისთვის. კომპანია დიდი მოლოდინით უყურებს იმ ინოვაციურ შესაძლებლობებს, რომლებიც ამ თანამშრომლობის შედეგად Apple-ის მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Apple Intelligence კვლავ იმუშავებს როგორც უშუალოდ Apple-ის მოწყობილობებზე, ისე Private Cloud Compute ინფრასტრუქტურაზე, სრული შესაბამისობით Apple-ის ინდუსტრიის წამყვან კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან.
რამდენად უფრო დანათესავდებიან Siri და Alexa დრო გვაჩვენებს. ნეტა დაიპყრობს Google - მთელი მობილური სამყაროს ხელოვნური ინტელექტით მომარაგებას?