როგორ მზადდება ვებ გვერდი

cover image

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ან აპირებთ ვებ გვერდის დამზადებას, გაქვთ არსებული ვებ გვერდი და გსურთ მისი გადაწყობა, მინდა წინასწარ გაგიზიართ გარკვეული გამოცდილბა თუ რას უნდა მიექეს ყურდღება, რომ საბოლოო პროდუქტი კარგი და ხარიხიანი გამოვიდეს.
ვებ გვერდი აწობა ოთხ ეტპიანი პროესია:

  1. დიზაინის დახატვა
  2. დიზანის დაჭრა HTML – ში
  3. დაპროგამება
  4. ჰოსტინგზე განთავსება და დომეინის მიბმა

თითოულ ამ ეტაპის სწორად და ხარისხიანად შესრულებას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი საქმის პროფესიონალი:

  • ვებ დიზაინერი
  • Client Side – HTML პროგრამისტი
  • Server Side პროგრამისტი
  • IT სპეციალისტი

ვებ დიზაინის დახატვა

designer თუ დააკვირდით ზევით ხაზგასმით ეწერა, რომ ვებ დიზაინის დასახატად საჭიროა „ვებ დიზაინერი“ და არა უბრალოდ დიზაინერი. რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ დიზაინერმა იცოდეს ლამაზი ვიზუალის ხატვა და ჰქონდეს გემოვნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაიხატოს ვებ გვერდის დიზაინი. ყოველი ვებ დიზაინერი აუცილებლად დამატებით ვების მიმართულებითაც სწავლობს დიზაინის შექმნას, მან აუცილებლად უნდა იცოდეს:

  • თანამედროვე ვებ გვერდების ტრენდები
  • გათვლა იმისა თუ როგორი იქნება მისი დახატული ვებ გვერდი სხვადასხვა ზომის მონიტორებზე
  • როგორ უნდა გარდაიქმნას ვებ გვერდი როდესაც მას ნახულობენ ტელეფონიდან ან პლანშეტიდან
  • როგორ უნდა დაიხატოს ვებ გვერდი ისე, რომ მომხმარებელს მაქსუმალურად ადვილად შეეძლოს მასთან მუშაობა და არ უჩნდებოდეს არანაირი კითხვები
  • როგორ შეირჩეს ფონტები და მათი ზომები ისე, რომ ტექსტი კითხვა არ ღლიდეს თვალს და იყოს სასიამოვნო პროცესი
  • როგორ დაიხატოს დიზაინი ისე რომ საბოლოოდ მისი პროგრამულად შექმნა შესაძლებელი გახდეს.
  • და სხვა

თუ დიზაინერს არა აქვს შესწავლილი ის მინიმუმი რაც ზედა სიაში არის ჩამოთვლილი, მაშინ დიდი ალბათობით იგი ვერ შეძლებს სწორი ვებ დიზაინის დახატვას.
და ბოლოს, გახსოვდეთ რომ დიზაინი არ არის უბრალოდ სურათი, ეს არის ნაფიქრი და გააზრებული შრომა, რომელშიც ადამიანი დებს საკუთარ ინტელექტს, რომლის შექმნაზე იხარჯება დღეები და გათვლილია მისი თითოული დეტალის ზომა, წონა, ფერი, ფონტი, ელემენტების განლაგება, ურთიერთკავშირი და სხვა მრავალი ნიუანსი.
დააფასეთ ეს ნაშრომი !!!

დიზანის დაჭრა HTML – ში

html guy სამწუხაროდ დიზაინერის უმძიმესი შრომა, ვებ გვერდის შექმნის მხოლოდ პირველი ეტაპია. ვებ დიზაინი აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ე.წ. HTML – ად. HTML არის სტანდარტული, ყველა ვებ ბრაუზერისათვის გასაგები პროგრამული ენა, რის ხარჯზეც ბრაუზერს შეუძლია ვებ გვერდის გამოტანა მომხმარებლისათვის. (დამატებითი ინფორმაციისათვის HTML – ის შესახებ იხილეთ ბმული https://en.wikipedia.org/wiki/HTML)
Client Side – HTML პროგრამისტის დავალებაა, დაწეროს HTML კოდი, რომელმაც ყველა ვებ ბრაუზერში, ერთი-ერთში უნდა ასახოს, ვებ დიზაინერის მიერ დახატული დიზაინი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის წვრილმანი და ნიუანსი რაზეც ნაფიქრი აქვს ვებ დიზაინერს, რომ ვებ გვერდი გამოვიდეს სწორი და გამართული. HTML პროგრამისტმა აუცილებლად უნდა იცოდეს:

  • სწორი და გააზრებული HTML კოდი წერა W3C სტანდარტების დაცვით https://www.w3.org/standards/
  • CSS – ის შექმნა, ვებ გვერდის სტილისტიკის სწორი დაპროგრამება, ფერების, ზომების, ფონტების, ელემენტების ურთიერთგანლაგების და სხვა ნიუანსები. (დამატებითი ინფორმაციისათვის თუ რა არის CSS იხილეთ ბმული https://en.wikipedia.org/wiki/Cascading_Style_Sheets)
  • Javascript პროგრამირება, გარკვეულ დონეზე ვებ გვერდის დინამიკის შემუშავება, მაგალითად:

    • როდესაც ვებ გვერდზე სურათები ავტომატურად ენაცვლება ერთმანეთს
    • როდესაც რაიმე გარკვეული ანიმაციით ერთი ელემენტი ენაცვლება მეორეს
    • როდესაც ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება რაიმე ფანჯარა
    • და სხვა.

    (დამატებითი ინფორმაციისათვის თუ რა არის Javascript – ი იხილეთ ბმული https://en.wikipedia.org/wiki/JavaScript)

თუ HTML პროგრამისტს არა აქვს შესწავლილი ის მინიმუმი რაც ზედა სიაში არის ჩამოთვლილი, მაშინ დიდი ალბათობით იგი ვერ შეძლებს დახატული ვებ დიზაინიდან სწორი HTML გვერდის აწყობას.
საბოლოო ჯამში როდესაც თქვენ გაქვთ HTML ფაილები, თქვენ უკვე შეგიძლიათ გახსნათ ისინი ნებისმიერი ვებ ბრაუზერის მეშვეობით და წარმოდგენა შეიქმნათ თუ როგორი იქნება თქვენი ვებ გვერდი უშუალოდ ბრაუზერში, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მარტო HTML არის მხოლოდ ე.წ. „ნახევარფაბრიკატი“. ვებ გვერდის სრული ფუნქციონალის შესაქმნელად საჭიროა Server პროგრამისტის სამუშაოც.

დაპროგამება

developer Server Side პროგრამისტი არის ის ადამიანი რომლის დანიშნულებაა ვებ გვერდის ფუნქციური ნაწილის დასრულება, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ვებ გვერდის საბოლოო სულის ჩადგმა.
Server Side პროგრამისტმა აუცილებლად უნდა იცოდეს:

  • რომელიმე სერვერული დაპროგრამების ენა (სასურველია PHP ან .NET რაც დღეისათვის ყველაზე პოპულარულია)
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა ელემენტარულ დონეზე
  • HTML პროგრამირება ელემენტარულ დონეზე

ყოველ თანამედროვე ვებ გვერდს გააჩნია გარკვეული ფუნქციური მოდულები, ისეთები როგორიც არის:

  • გვერდების ტექსტების რედაქტირების მოდული
  • ახალი ამბები
  • ფოტოგალერეა – ვიდეოგალერე
  • და სხვა

მათი შემუშავებისთვის აუცილებლად არის საჭირო Server Side პროგრამისტი.
Server Side პროგრამისტი მუშაობს შემდეგ დავალებებზე:

  • მონაცემთა ბაზის დაპროექტებაზე, სადაც თქვენს ვებ გვერდზე შეტანილი ინფორმაცია უნდა ინახებოდეს
  • ვებ გვერდის ადმინისტრატორის მართვის პანელზე – სადაც თქვენ, როგორ ვებ გვერდის მფლობელს უნდა გქონდეთ საშუალება მართოთ თქვენი ვებ გვერდის ტექსტები, ახალი ამბები და სხვა კონკტენტი
  • მართვის პანელიდან შეტანილი მონაცემების ვებ გვერდზე გამოტანაზე

რეალურად ითქმის რომ Server Side პროგრამისტი აცოცხელბს Client Side – HTML პროგრამისტის დაწერილ HTML – ს. მაგალითად:

როდესაც დიზაინერი დახატავს ახალი ამბების გვერდს და HTML პროგრამისტი შექმნის შესამაბის ახალი ამბების HTML გვერდს (სადაც სამაგალითო ახალი ამბები წერია), Server Side პროგრამისტის აიღებს ამბების HTML გვერდს და უზრუნველყოფს იმას, რომ სამაგალითო ახალი ამბების ნაცვლად გამოჩნდეს ის ახალი ამბები რომელიც ადმინისტრატორმა შეიყვანა მართვის პანელიდან.

ჰოსტინგზე განთავსება და დომეინის მიბმა

quality approved მას შემდეგ რაც ვებ გვერდის დიზაინისა და დაპროგრამების ეტაპი დასრულდება, ვებ გვერდი უნდა განთავსდეს ვებ ჰოსტინგზე და მას უნდა მიებას დომეინი. ხშირ შემთხვევაში ამისი გაკეთება პროგრამისტებსაც შეუძლიათ, რადგან ეს პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ საქმიანობასთან. (დამატებითი ინფორმაციისათვის თუ რა არის ვებ ჰოსტინგი იხილეთ ბმული @(Model.WebsiteHttpPath)blog/ra-aris-veb-hostingi/) (დამატებითი ინფორმაციისათვის თუ რა არის დომეინი იხილეთ ბმული @(Model.WebsiteHttpPath)blog/ra-aris-domaini/)

ხარისხის შემოწმება

თქვენ დაგიმზადდათ ვებ გვერდი, იგი გაშვებულია ვებ სივრცეში და ხელმისაწვდომია მთელი მსოფლიოსათვის. როგორ გავიგოთ რამდენად კარგად და ხარისხიანად არის დამზადებული თქვენი ვებ გვერდი?
პირდაპირ გეტყვით, რომ ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ხელსაწყო, რომელიც სხვადასხვა გზებით ამოწმებენ ვებ გვერდების ვალიდურობასა და წარმადობას, ყველას თავისი შემოწმების ალგორითმები აქვს და საკუთარი რეზულტატები. დრო რომ არ კარგოთ სხვადასხვა ხელსაწყოების მოსინჯვებში მე გირჩევდით შემდეგ რაღაცას:

  • პირველ რიგში თქვენი ვებ გვერდი თქვენ თვითონვე უნდა მოგწონდეთ !!!
  • აჩვენეთ თქვენი ვებ გვერდი სხვებსაც და იკითხეთ მათი აზრიც, კარგად შესრულებულ სამუშაოს ყველა დააფასებს.
  • ვებ გვერდი არ უნდა იტვირთებოდეს ნელა, გვერდიდან გვერდზე გადასვლას არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო.
  • წაიკითხეთ ტექსტები ვებ გვერდზე, დარწმუნდით რომ კითხვისას თვალი არ იღლება.
  • შეამოწმეთ როგორ იხსნება ვებ გვერდი მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე
  • და ბოლოს, შეამოწმებინეთ თქვენი ვებ გვერდი Google -ის PageSpeed Insights – ს, https://developers.google.com/speed/pagespeed/insights/
    თუ თქვენი რეზულტატი 80 – ის ზევით არის, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ მიზანი მიღწეულია.