რა არის ვებ ჰოსტინგი
თუ თქვებ ვებ-გვერდების შექმნა გსურთ და არ გაქვთ შეხება IT სამყაროსთან, ან ახლა იწყებთ მასთან გაცნობას, აუცილებლად გიჩნდებოდათ კითხვა „რა არის ვებ ჰოსტინგი?“ შესაძლოა მასზე პასუხიც გაქვთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ. საბედნიეროდ, ამას მარტივი განმარტება აქვს.
ვებ ჰოსტინგი არის სერვისი, რომელიც თქვენს ვებ საიტს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი ადამიანისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ვებ გვერდების ძირითადი დანიშნულებაც ზუსტად ის არის რომ, ინტერნეტში ნებისმიერ დროს ნებისმიერმა ადამიანმა, მასზე შესვლა მოახერხოს. თუ თქვენ გსურთ, რომ ვებ გვერდი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისათვის, პირველ რიგში დარწმუნდით რომ იგი განთავსებულია ისეთ კომპიუტერზე, რომელსაც აქვს ინტერნეტთან წვდომა 24/7 რეჟიმში.
არსებობს ამის განხორციელების ორი გზა
გზა 1: ვებ საიტის ჰოსტინგი საკუთარი ძალებით
საკუთარი ძალებით ვებ გვერდის ჰოსტინგი იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა გქონდეთ როგორც მინიმუმ:
- ძლიერი კომპიუტერი.
- მაღალ სიჩქარიანი მუდმივი ინტერნეტი.
- ვებ გვერდების გასაშვებად სწორად გაწერილი ყველა საჭირო კონფიგურაცია.
- ძლიერი დაცვითი მექანიზმები, ვირუსებისა და ჰაკერული შეტევების საწინააღმდეგოდ.
უმეტეს შემთხვევაში ხალხი, ჰოსტინგს საკუთარი ძალებით არ ახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ადმინისტრირების უნარები აქვთ. ყოველთვის უმჯობესია ეს ამოცანა გადაებაროს ჰოსტინგ პროვაიდერებს, რომელთაც გაცილებით უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მეტაც მცოდნე პორსონალიც ჰყავთ.
გზა 2: ჰოსტინგისათვის პროვაიდერის მოძიება
ეს ვებ ჰოსტინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვებ ჰოსტინგისთვის მესამე ძალის გამოყენება თქვენი ვებ გვერდის განვითარებაზე მეტი კონცენტრირების საშუალებას იძლება.
ვებ ჰოსტინგით დაკავებული კარგი კომპანია შემდეგი ტიპის მომსახურებას უნდა გთავაზობდეთ:
- 24 საათიანი მხარდაჭერა.
- FTP წვდომა (ისე რომ ვებ გვერდის განახლება შეგეძლოთ).
- ვებ გვერდის სამართავად საჭირო სპეციალური ონლაინ პანელი.
- ონლაინ ტრაფიკის სტატისტიკა.
- MYSQL ან MS SQL-ის მსგავსი მონაცემთა ბაზების მენეჯმენტის სისტემა. ამის ჩამატება იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ თქვენ გჭირდებათ მონაცემთა ბაზა.
გაითვალისწინეთ რომ ჰოსტინგ კომპანიები მომსახურების გთავაზობენ სხვადასხვა
როდესაც დაიწყებთ ვებ ჰოსტინგის პროვაიდერის ძებნას, იცოდეთ რომ მათი შესაძლებლობები ერთმანეთისაგან განსხვავდება. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ვებ ჰოსტების უმეტესობას ჰოსტინგის სხვადასხვა პრინციპი აქვს, განსხავება ფასშია. ნებისმიერი კარგი ჰოსტინგი განახლების საშალებას მოგცემთ მანამ, სანამ გვერდი მოითხოვს. ნუ შეგეშინდებათ იმისა, რომ თქვენი გეგმის განხორციელება მოსალოდნელზე უფრო ძვირი ღირს.
ჰოსტინგ პროვაიდერიები
ჩვენი მაგალითი ZappyHost-ის მონაცემებზე არის განხილული.
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ განიხილოთ ისეთი კომპანიები როგორიცაა Accuwebhosting, Hostgator, Rackspace და სხვა.
სასურველი იქნება რომ ჰოსტინგის გეგმა ვებ გვერდის შექმნლეთან ერთად გიაროთ, რადგან იგი უფრო უკეთ შეარჩევს ყველა აუცილებელ კოფიგურაციას თქვენი ვებ საიტისათვის.
იმედია ვებ ჰოსტინგის შესახებ მცირე წარმოდგენა შეგექმნათ.