რა მნიშვნელობა აქვს ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარეს
ხშირად, ვებსაიტის მფლობელი იმდენად არის დაკავებული იმაზე ფიქრით, თუ როგორ გაამრავალფეროვნოს ვებსაიტის დიზაინი და მომხმარებლისთვის უფრო საინტერესო გახადოს ონლაინ პლატფორმა, რომ ამ პროცესში უგულებელყოფს ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რის გამოც ინტერნეტის გამოყენება ასეთი პოპულარულია - სისწრაფე.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა შეიძლება შექმნას მომხმარებლის დახვეწილი ინტერფეისი (UI) ლამაზი გრაფიკული ელემენტებით, სლაიდებით, დიზაინით და ა.შ. პოტენციური კლიენტები სხვაგან გადავლენ, რადგან ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე ძალიან ნელია.
სტატისტიკის მიხედვით, ელ კომერციის ვებსაიტის ვიზიტორი 2 წამზე ნაკლები ხანი ელოდება საიტის ჩატვირთვას. იგივე დაადასტურა გუგლის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ Google-ში ისინი მიზნად ისახავენ საიტის ჩატვირთვის დრო ნახევარ წამს არ აღემატებოდეს. (Maile Ohye, Google)
ასე რომ, თუ გსურთ ონლაინ მაღაზიის დამზადება, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ვებსაიტის სიჩქარესაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ვებსაიტის სიჩქარე და მისი მნიშვნელობა
ვებსაიტის სიჩქარე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ბრაუზერს ჩატვირთოს სრულად ფუნქციონალური ვებგვერდი მოცემული საიტიდან. გაუმართავი ვებსაიტი, რომელიც დიდი ხანი ანდომებს ამ პროცესს, რა თქმა უნდა არ არის მომხმარებლისთვის მიმზიდველი.
ქვემოთ მიმოვიხილავთ რამდენიმე მიზეზს, რაზეც მოქმედებს ვებსაიტის სიჩქარე.
მომხმარებლის გამოცდილება
ვინაიდან, პირველი შთაბეჭდილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს, მკითხველებს და ზოგადად ვებსაიტის ვიზიტორებს ექმნება წარმოდგენა თქვენსა და თქვენი ბიზნესზე.
თუ ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე სწრაფია, პირველი პოზიტიური შთაბეჭდილებაა გარანტირებულია და თქვენი ახალი სტუმარი ბედნიერია.
გარდა იმისა, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული და მოსახერხებელია, სწრაფი ვებსაიტი ასოცირდება პროფესიონალიზმთან და საიმედოობასთან. ადამიანები სიჩქარეს უკავშირებენ ეფექტურობასა და ნდობას.
Bounce rate
Bounce rate არის მომხმარებელთა პროცენტი, რომლებიც ტოვებს ვებსაიტს მხოლოდ ერთი გვერდის ნახვის შემდეგ. მომხმარებლები დახურავენ ფანჯარას ან დააჭერენ უკან დაბრუნების ღილაკს, თუ გვერდი რამდენიმე წამში არ ჩაიტვირთება. BBC-მ აღმოაჩინა, რომ ისინი კარგავდნენ მათი მთლიანი მომხმარებლების 10%-ს ყოველი დამატებითი წამის გამო, რომელიც დასჭირდა მათი გვერდების ჩატვირთვას.
ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე და მისი გავლენა SEO-ზე
გვერდის სიჩქარე გადამწყვეტ როლს თამაშობს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში (SEO). თავის მხრივ კი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. Google, განიხილავს გვერდის სიჩქარეს, როგორც “ranking”-ის ერთ-ერთ ფაქტორს, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე.
სწრაფი საიტი ასევე მნიშვნელოვანია გუგლისთვის და მისი Crawler-თვის (გუგლის ბოტი, რომელიც შედის ვებგვერდებზე და აგროვებს ინფორმაციას მის შესახებ) და ზოგადად, Crawl Budget-თვის (რა რესურსს ხარჯავს გუგლის ბოტი საიტის შემოწმებისთვის).
თუ ვებსაიტიდან ინფორმაციის ჩამოტვირთვას და შემოწმებას დიდი დრო სჭირდება, ეს ნიშნავს მეტ Crawl Budget-ს და ამის გამო გუგლმა შეიძლება პრიორიტეტი მიანიჭოს სხვა ვებსაიტს, რომელზეც უფრო ნაკლები რესურსის ხარჯვა უწევს.
რა მოქმედებს ვებსაიტის სისწრაფეზე?
ბევრი ფაქტორი მოქმედებს ვებსაიტის სიჩქარეზე:
- ერთ-ერთი მიზეზი გვერდის “წონაა”. რესურსების რაოდენობა, რომელიც ვებსაიტს სჭირდება ჩატვირთვისთვის, დიდ გავლენას ახდენს საიტის მუშაობაზე. დიდი JavaScript ფაილები, ბევრი CSS ფაილი და მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები ყველა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ვებსაიტის "წონის" გაზრდაში.
ვებსაიტების სიმსუბუქის შენარჩუნება (იგულისხმება, ფაილის მცირე ზომები და გვერდების სწრაფი ჩატვირთვა) გართულდა, რადგან ვებ ტექნოლოგიებმა გაზარდა შესაძლებლობები და ვებსაიტები უფრო კომპლექსური გახდა. Single Page აპლიკაციები, რომლებიც საჭიროებენ JavaScript-ის მრავალ ფუნქციას; Popup-ები და რეკლამის ბანერები; კომპლექსური სლაიდერები და ა.შ. - დღესდღეობით დეველოპერებს შეუძლიათ ვებგვერდებზე მეტი ფუნქციონალობის დამატება და შედეგად, გვერდის საშუალო წონა იზრდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია როდესაც ხდება საიტის დეველოპტმენტი სიჩქარის ოპტიმიზაციას დიდი ყურადღება მიექცეს. - ჰოსტინგი - ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჰოსტინგი. საიტის განთავსება უნდა მოხდეს კარგად ოპტიმიზირებულ, სანდო და სწრაფ სერვერზე, რომელსაც საკმაო რესურსი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ვებსაიტის კომპლექსურობაზეც.
- Საიტის ჩატვირთვის სიჩქარის გასაუმჯობესებლად მიღებული პრაქტიკაა CDN-ის (Content Delivery Network) გამოყენება. ამ დროს ვებსაიტის ფაილები თავსდება სხვადასხვა სერვერზე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
რომ ავიღოთ ამერიკის მაგალითი, თუ ვებსაიტის სერვერი განთავსებულია ნიუ იორკში, ხოლო CDN-ის საშუალებით მედია მასალა არის სან ფრანცისკოში, ვიზიტორებისთვის კალიფორნიიდან უფრო მალე ჩაიტვირთება ვებსაიტი, ვიდრე CDN-ის არ გამოყენებისას.
მართალია აქ მილიწამებზეა საუბარი, მაგრამ მედია კონტენტით დატვირთული საიტისთვის, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ჰყავს, საერთო ჯამში CDN დიდ გავლენას ახდენს. - ვიდეო - ჯობია რომ ვიდეოები აიტვირთოს პლატფორმებზე, როგორიცაა მაგალითად, YouTube, Vimeo და ა.შ. და არა საიტზე. ეს დადებითად იმოქმედებს ჩატვირთვის სიჩქარეზე, რადგან ვიდეო უფრო მალე ჩაიტვირთება.
- ფოტოები - ფოტოების ატვირთვამდე აუცილებელია მათი ოპტიმიზაცია: მოცულობისა და რეზოლუციის შეცვლა, კომპრესირება, webp ფორმატში გადაყვანა. ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს საიტის სიჩქარეზე.
მობილური გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია
დესკტოპ კომპიუტერებს აქვთ უკეთესი პროცესორები და ხშირად უფრო საიმედო ინტერნეტ კავშირის სიჩქარე, ვიდრე მობილურ მოწყობილობებს. ეს ნიშნავს, რომ საიტების ჩატვირთვა მობილურ მოწყობილობებზე ხშირად ოდნავ უფრო ნელია, ვიდრე დესკტოპზე — მაშინაც კი, თუ საიტი ოპტიმიზებულია მობილურისთვის.
ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე არის მობილური საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მთავარი ასპექტი. მომხმარებლებს, რომლებიც მობილურ მოწყობილობებით ეძებენ რაიმე პროდუქტს ან სერვისს, მათთვის საძიებო სისტემის შედეგების გვერდი ცალკე გამოითვლება საიტის მობილური გვერდის სიჩქარის მიხედვით და არა მთავარი ვებსაიტის გვერდის სიჩქარის მიხედვით.
ეს ნიშნავს, რომ ვებსაიტების მფლობელებმა უნდა მიაქციონ იგივე ყურადღება (თუ მეტი არა) მათი მობილური საიტის სიჩქარეს. მობილურისთვის გვერდის სიჩქარის ოპტიმიზაცია მოიცავს round trip მოთხოვნებს, რენდერის დაბლოკვას, კომპრესიას, ქეშირებასა და დაჩქარებული მობილური გვერდის HTML (AMP-HTML) კოდის ვარიანტებს.
საბოლოო ჯამში საკუთარი გამოცდილებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აიღეთ თქვენი მაგალითი - თუ თქვენ არ ელოდებით დიდი ხანი გვერდის ჩატვირთვას, იგივეს ვერ მოთხოვთ თქვენს მომხმარებლებს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწრაფი ვებსაიტი, რომელიც ბოლომდე გამართულია.