რა უნდა იცოდეს iOS დეველოპერმა
iOS სპეციალური ოპერაციული სისტემაა, რომელიც Apple-ის მიერაა დამზადებული მათივე მოწყობილობებისთვის, როგორიცაა iPhone და iPad. ეს ოპერაციული სისტემა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოწყობილობები ხარვეზის გარეშე მუშაობენ, ხოლო მომხმარებლებს აპებისა და ფუნქციების გამოყენების საშუალება შეუფერხებლად აქვთ.
დახვეწილი დიზაინით, გამართული სისტემითა და მომხმარებლისთვის განუმეორებელი გამოცდილებით iOS Apple-ის ეკოსისტემის ხერხემალია. ამ ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ, რა არის iOS და რას აკეთებენ iOS-ის დეველოპერები იმისათვის, რომ შექმნან აპლიკაციები, რომლებსაც შემდეგ მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში.
iOS-ის გენეზისი
iOS, ოდესღაც ცნობილი როგორც iPhone OS, ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც სტივ ჯობსმა წარადგინა რევოლუციური iPhone. iOS ოპერაციული სისტემა დაფუძნებულია Apple-ის ოპერაციულ სისტემა Darwin-ზე, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია BSD UNIX - ზე, შექმნილია მობილური მოწყობილობების უნიკალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. წლების განმავლობაში ის გადაიქცა დახვეწილ, ფუნქციებით მდიდარ პლატფორმად, რომელიც ამუშავებს არა მხოლოდ iPhone-ებს, არამედ iPad-ებს და iPod-ებს(სანამ ამ უკანასკნელის წარმოება გაჩერდებოდა).
iOS-ის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამოყენების სიმარტივეში მდგომარეობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს iPhone და შეუფერხებლად დაიწყოს მისი გამოყენება. ინტერფეისი მარტივი და ინტუიციურია, ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ ტექნიკური ექსპერტი იყოთ, აპლიკაციებში მარტივად ნავიგაციისთვის.
iOS-ის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი არის App Store, რომელიც უზარმაზარი ციფრული ბაზაა, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ყველა სახის აპლიკაცია და თამაში თქვენი მოწყობილობისთვის. მილიონობით აპი ემსახურება სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს, თამაშებიდან და გართობიდან დაწყებული, განათლებითა და ვარჯიშით გაგრძელებული.
iOS ასევე სარგებლობს რეგულარული განახლებებითა და უსაფრთხოების ფუნქციებით, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის დაცვას ვირუსებისა და სხვა საფრთხეებისგან. Apple დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რათა მათი მოწყობილობები მუდამ განახლებული და უსაფრთხო იყოს.
უფრო მეტიც, iOS მოწყობილობები ცნობილია შეუფერხებელი მუშაობით და ბატარეის ხანგრძლივობით.
როგორც ცოტა ხნის წინ Apple-მა განაცხადა - 2 მილიარდს გადაცდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც აქტიურად იყენებს iPhone-ებს, iPad-ებს, Mac-ებსა და ბრენდის სხვა პროდუქტებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კომპანიის სწრაფ ზრდას, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში 1,5 მილიარდ აქტიურ მოწყობილობას მიაღწია და მხოლოდ 2016 წელს გადააჭარბა 1 მილიარდს.
iOS დეველოპმენტი და პროგრამირების ენები
ზემო ნახსენები Apple-ის მზარდი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გამართული ოპერაციული სისტემაა.
iOS დეველოპერები იყენებენ შემდეგ პროგრამირების ენებს: Objective-C და Swift.
Objective-C 80-იანი წლების ბოლოდან ათწლეულების განმავლობაში Apple-ის ყველა პროდუქტისათვის ძირითადი პროგრამული ენა იყო. ეს უკანასკნელი სათავეს პროგრამირების ენა C-დან იღებს.
Objective-C ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენაა, რომელიც სხვადასხვა პროცესების შესახებ შეტყობინებების გადაცემაზეა ორიენტირებული.
ეს კი პროგრამირების ენის იმგვარ გამოყენებას გულისხმობს, რომელიც რეალურ ობიექტებს კოდით, ინტუიციური გზით წარმოაჩენს. ობიექტის მახასიათებლები წარმოდგენილია კოდით და მათი წვდომა შესაძლებელია მთელ აპლიკაციაში.
ეს კოდს მას ორგანიზებულ სტრუქტურას აძლევს, რომელიც უფრო აშკარა ხდება გამოყენებისა და პრაქტიკის დროს, ამის მაგალითია ისეთი აპლიკაციები, როგორებიცაა Uber, Instagram.
Swift-ის ძალა
რაც შეეხება Swift-ს, ის შედარებით ახალია. Apple-ის მიერ 2014 წელს დანერგილი, Swift მალევე პოპულარული ენა. სიჩქარის, უსაფრთხოებისა და თანამედროვე სინტაქსის შერწყმით, Swift-მა აპლიკაციების შექმნა უფრო ეფექტური და დეველოპერებისთვის მოსახერხებელი გახადა.
iOS დეველოპერი და მისი როლი
iOS დეველოპერი მუდმივად ამუშავებენ აპლიკაციების იდეებს, რომლებიც პასუხობენ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. მათ პასუხისმგებლობაში შედის:
- აპლიკაციის დიზაინი: ინტუიციური და ვიზუალურად მიმზიდველი მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა
- აპლიკაციის ოპტიმიზაცია: აპლიკაციის მუშაობის, სიჩქარისა და რეაგირების ოპტიმიზაცია, მომხმარებლის უწყვეტი გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
- ინტეგრაცია: სხვადასხვა API-ებისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრირება აპლიკაციის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
- აპლიკაციის დანერგვა: Apple App Store-ის მკაცრი მითითებების ნავიგაცია აპების წარმატებით გაშვებისა და განახლებისთვის.
- ტექნიკური მომსახურება: ხარვეზების (ე.წ ბაგების) და მუშაობის შემაფერხებელი სხვა პრობლემების მონიტორინგი და გადაწყვეტა, რათა აპი გამართულად ფუნქციონირებდეს.
რა უნარებს უნდა ფლობდეს iOS დეველოპერი?
პირველ რიგში, იმისათვის, რომ iOS დეველოპერმა ახალი მობილური აპლიკაციების შექმნა შეძლოს, ის საფუძვლიანად უნდა ფლობდეს პროგრამირების ენა Swift-ს და სასურველია, იცოდეს თუ როგორ შეიძლება დაპროგრამება Objective-C-ის გამოყენებით.
ასევე, iOS დეველოპერმა უნდა იცოდეს Apple-ის მიერ შემუშავებული Xcode, რომელიც არის გარემო, სადაც შესაძლებელია აპლიკაციების შექმნა არა მარტო iOS, არამედ, Apple-ის ნებისმიერი პროდუქტისთვის. მართალია შესაძლებელია აპლიკაციების შექმნა სხვა გზებით, თუმცა Xcode საუკეთესო ვარიანტია.
ამასთანავე, iOS აპლიკაციის შემქმნელისთვის მნიშვნელოვანია სივრცითი მსჯელობის უნარი. ეს სხვადასხვა მასშტაბის ობიექტების გაგების და მათზე გონებრივი მანიპულირების უნარია. ის უპასუხებს შეკითხვას "როგორ გამოიყენებს მომხმარებელი ამ აპლიკაციას?". გამოდის, რომ სივრცით მსჯელობა მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინებას უწყობს ხელს.
დასკვნის სახით
iOS-ის საშუალებით Apple-მა შექმნა ეკოსისტემა, რომელიც შეუფერხებლად აერთიანებს Hardware-სა და Software-ს (მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას), უზრუნველყოფს იდეალურ შესრულებას, ბატარეის ხანგრძლივობასა და აპლიკაციებით მუდმივად მზარდ ბიბლიოთეკას.
iOS რჩება ტექნოლოგიური წარმატების სიმბოლოდ, რომელიც მომავალშიც გვპირდება საინტერესო შესაძლებლობებსა და ინოვაციებს.
ასევე, გაეცანით სტატიას Android დეველოპმენტის შესახებ.