Senior ASP.NET Developer

Senior ASP.NET Developer

ვეძებთ Senior დეველოპერებს, მინიმუმ 4–5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, რობოტიზებული საწყობის მართვის სისტემის (RWMS) და ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის (LMS) გუნდებისთვის.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@63bits.com

ძირითადი ვალდებულებები
* პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა.
* მონაცემთა ბაზის სტრუქტურის, აპლიკაციის, API-ებისა და ინტერფეისების შექმნა და განვითარება.
* SQL Server მონაცემთა ბაზების დიზაინის შემუშავება და ოპტიმიზაცია.
* აპლიკაციის სტრუქტურისა და ბიზნეს ლოგიკის შექმნა და მხარდაჭერა.
* API-ებისა და ფრონტ-ენდის ინტერფეისების შექმნა და გამოქვეყნება.
* Cloud სერვისებთან ინტეგრაცია AWS ან Azure-ის გამოყენებით.
* გუნდური მუშაობა მაღალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის დროულად მიწოდებისთვის.
* ხარისხიანი კოდის შემუშავება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
* პრობლემების გადაჭრის უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.

ტექნიკური უნარება:
* C# პროგრამირების ენის მაღალ დონეზე ცოდნა
* ASP.NET Core ტექნოლოგიასთან მაღალი დონის გამოცდილება
* REST სერვისებთან მუშაობის კარგი გამოცდილება
* SQL Server მონაცემთა ბაზის საფუძვლიანი ცოდნა, მათ შორის სქემების დიზაინი და Query ოპტიმიზაცია.
* MVC Razor Views, Bootstrap, HTML, CSS, JavaScript–თან მუშაობის გამოცდილება.
* AWS ან Azure ღრუბლოვან პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:
* სტაბილური სამუშაო გრაფიკი Overtime - ების გარეშე
* ინოვაციურ პროექტებსა და ტექნოლოგიებზე მუშაობის შესაძლებლობა
* გუნდური სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
* ანმრთელობის დაზღვევა
* თანამედროვე და კომფორტული ოფისი.

გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 11:00 – 19:00 | ზედმეტი საათების გარეშე
სამუშაო რეჟიმი: მხოლოდ ოფისში (არა დისტანციური ან ჰიბრიდული)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბურძგლას ქუჩა #65

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@63bits.com