ვებ გვერდები

დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, ვებ გვერდი თქვენი ვიზიტკის ტოპლფასია. არა აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი პირადი ვებ საიტი იქნება თუ თქვენი კომპანიის, IT სფეროში მოღვაწეობთ თუ ხელოვნებაში, მთავარი დანიშნულება მაინც არ იცვლება, მიაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამინას ინფორმაცია თქვენს, ან თქვენი ბიზნესის შესახებ.

ვებ გვერდის გამოყენება მრავალმხრივი მიმართულებით არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, ვებ გვერდი უნდა ეუბნებოდეს ვიზიტორს თუ სად მოხვდა იგი და ამ გვერდზე რისი გაკეთების შესაძლებლობა აქვს. მომხმარებელი მარტივად უნდა აგნებდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს ვებ გვერდზე, იგი მინიმალური ფიქრითა და ძალისხმევით უნდა მიჰყვებოდეს თქვენი ვებ საიტის რუკას. ყოველივე ეს ვებ გვერდის შექმნასთან ერთად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ჩვენი გუნდი 2009 წლიდან მოყოლებული ემსახურება სხვადასხვა კომპანიებს მათი ვებ გვერდების, ინტერნეტ მაღაზიებისა და სხვადასხვა ვებ გადაწყვეტილებების დამზადებაში. რადგან ვებ გვერდების დამზადება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროფილია, 63ბიტს შესწავლილი გვაქვს ყველა დროის ტრენდული ვებ დიზაინის დამზადება და დღემდე აქტიურად ვაგრძელებთ ახლანდელი ტრენდებსა და ტექნოლოგიების განვითარებას.

ჩვენი დამზადებული ვებ გვერდები ყოველთვის უახლესი ტექნოლოგიებისა და ბიბლიოთეკების გამოყენებით არის შექმნილი, ამიტომ თვით საიტის წარმადობა და სისწრაფე ყოველთვის უმაღლეს დონეზე არის აყვანილი.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვებ გვერდის მობილურობას. დღევანდელ დღეს, ვიზიტორების დიდი ნაწილი მობილური ტელეფონის ან პლანშეტის საშუალებით ათვალიებს ვებ გვერდებს, ამიტომ ჩვენი დიზაინერები და IT სპეციალისტები წინასწარ ითვალისწინებენ ვებ გვერდის მობილურობის ყველანაირ შესაძლებლობას.

63ბიტი საშუალო ზომის ვებ სტუდია ვართ, ჩვენი წარმატების ერთად ერთი გზა არის ჩვენი კლიენტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, ამიტომ ჩვენთან თანამშრომლობის დროს თქვენ არ გიწევთ ფიქრი ზედმეტ IT და ტექნოლოგიურ პრობლემებზე, ყველა დეტალს აგვარებს ჩვენი გუნდი, თქვენ უბრალოდ იღებთ ლამაზ და გამართულ ვებ გვერდს.