SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია, ანუ ვებ გვერდის ოპტიმიზირება ისეთი საძიებო სისტემებისათვის როგორიც არის Google, Bing, Yahoo, Yandex და სხვა.

თავის მხრივ SEO ოპტიმიზაცია შესაძლოა განიხილოს როგორც ცალკე მეცნიერება და იგი საკმაოდ რთული, გრძელვადიანი და მუდმივი პროცესია. SEO შესაძლოა დაიყოს ორ ნაწილად:

  1. ვებ გვერდის ტექნიკურად მომზადება SEO - სთვის
  2. ვებ გვერდის კონტენტის მომზადება SEO - სთვის

ვებ გვერდის ტექნიკური მომზადება საძიებო სისტემებისათვის ვებ გვერდის შექმნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ჩვენი გუნდი, ყოველ ვებ გვერდზე მუშაობისას, აუცილებლობით ითვალისწინებს მის ტექნიკურ გამართულობას საძიებო სისტემებისათვის. ჩვენ მივყვებით იმ საერთაშორისო სტანდარტებსა და რჩევებს რომლებსაც საძიებო სისტემები გვაძლევენ იმისათვის, რომ ვებ გვერდი მაქსიმალურად მარტივად იძებნებოდეს და იკითხებოდეს საძიებო სისტემების მიერ.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვაქცევთ ვებ გვერდის სწორ წყობას, თითოული გვერდის მისამართსა და ვებ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარეს. ეს არის საძიებო სისტემების პირველადი მოთხოვნები, იმისათვის რომ ვებ გვერდი უფრო მაღლა იყოს საძიებო რეიტინგში და რაც მთავარია, ჩვენს მიერ ყველა დამზადებული ვებ გვერდი, აუცილებლობით არის მორგებული მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა ყველა საძიებო სისტემის მიერ.

რაც შეეხება ვებ გვერდის კონტენტის მომზადებას SEO - სთვის, ეს უკვე მთლიანად ვებ გვერდის მფლობელის დავალებაა, ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ გავუწიოთ კლიენტებს რეკომენდაცია SEO კონტენტის მომზადების თაობაზე, მათი ვებ სააიტის სპეციფიკიდან გამომდინარე. საბოლოოდ ყველაზე მაღალი წონა მაინც აქვს: