მხარდაჭერა

არცერთი ვებ გვერდის სიცოცხლის ციკლი არ სრულდება საიტის დამზადებასთან ერთად. დროთა განმავლობაში შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა არსებულ ფუნქციონალში, ან ახალი ფუნქციური მოდულების დამატება ბიზნეს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან ვებ დიზაინერული ტრენდების განახლები გამო, ვიზუალური ცვლილებების შეტანა.

ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გაუწიოს მხარდაჭერა საკუთარ დამზადებულ ვებ გვერდებსა თუ მობილურ აპლიკაციებს, მათი სრული სიცოცხლის განმავლობაში. იმის გამო რომ IT სამყარო ერთ ადგილზე არ დგას და ყოველდღიურად ჩვენ ვეცნობით ახალ ტექნოლოგიებსა და ალგორითმებს, ხშირ შემთხვევაში კლიენტების მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვაწარმოებთ ტეკნიკურ განახლებებს ჩვენს მიერ დამზადებულ, ვებ გვერდებზე რადგან ახალი შეძენილი ცოდნისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ავამაღლოთ ვებ საიტების წარმადობა.

დაბოლოს, როგორც ყველა ლამაზ და აყვავებულ ბაღს თავისი მომვლელი მებაღე ჰყავს, ასევეა ვებ გვერდების დამზადების შემთხვევაშიც, ჩვენი მხარდამჭერი გუნდი არის მზრუნველი თქვენი ვებ გვერდის წარმადობასა, მოქნილობაზე და ხარისხზე.