რა არის დომეინი

cover image

მარტივი ენით რომ ავხსნათ, Domain Name – დომეინი არის ვებ გვერდის, როგორც პერსონის სახელი და გვარი თავისი საცხოვრებელი ადგილითურთ.

თუ გვინდა რომ სტუმრად მივიდეთ ადამიანთან, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი საცხოვრებელი ადგილი, მისამართი და ბინა.

თუ წარმოვიდგენთ რომ ვებ გვერდი ცხოვრობს ვებ ჰოსტინგზე (რა არის ვებ ჰოსტინგი), რომელიც შეგვიძლია გავაიგივოთ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც სხვა ვებ გვედებიც ცხოვრობენ. როგორც ყოველ კორპუსს გააჩნია თავისი მისამართი (ქ.თბილისი რუსთაველის გამზირი N63), აგრეთვე ყოველ ვებ ჰოსტინგს გააჩნია თავისი მისამართი რომელიც მისი IP მისამართის (რა არის IP მისამართი) სახით არის წარმოდგენილი და როგორც ყოველი მობინადრე შეგვიძლია ვიპოვოთ ბინის ნომრით, სახელითა და გვარით (ბინა N63, ფრიდონ დოლაბერიძე) ანალოგიურად ვებ გვერდიც უნდა მოიძიოს მისი დომეინის სახელის მიხედვით (63bits.com).

სიმარტივისათვის ყოველი ზევით აღწერილი ბიჯი წარმოვიდგინოთ შემდეგი ცხრილის სახით.

საცხოვრებელი კორპუსი ჰოსტინგი
მისამართი – რუსთველის გამზირი N63 IP მისამართი – 173.15.200.63
ბინა – ბინა N63, ფრიდონ დოლაბერიძე დომეინი – 63bits.com